ნამცხვრები სწრაფი "მედოკი" (ფენებს გაბრტყელება არ უნდა) 2023, 11 მაისი, 17:12 ეს ნამცხვარი ყველას უყვარს. გამოდგება ნებისმიერი ზეიმისთვის, ან უბრალოდ, მყუდრო ოჯახური საღამოსთვის. ერთი შეხედვით, თითქოს რთულია, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს – სულ რაღაც 12 წუთი და ცომი მზად არის... ინგრედიენტები: თაფლი — 100 გრ.
ნაღები (30%) — 300 მლ. მომზადება: I. თასში მოათავსეთ თაფლი და როდესაც გადნება, დაამატეთ სოდა > ხარშეთ საშუალო ცეცხლზე მანამდე, ვიდრე ფერს არ შეიცვლის და არ გამუქდება. თან, სულ ურიეთ. II. მიღებულ მასას დაამატეთ კარაქი > ისევ ურიეთ და როდესაც კარაქი გადნება, ცეცხლიდან გადმოდგით > გააგრილეთ, ოთახის ტემპერატურამდე. III. მეორე თასში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი > დაამატეთ გაციებული თაფლიანი ნაზავი > თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > დაამატეთ ფქვილი და ისევ ათქვიფეთ. IV. გაყავით ცომი 2 ნაწილად > საცხობ ფირფიტაზე დაფინეთ პერგამენტი > მოათავსეთ მასზე ცომის ერთი ნაწილი და დასაკრემით გაანაწილეთ > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 5-6 წთ. > იგივე წესით გამოაცხვეთ მეორე ფენაც. V. კრემის მოსამზადებლად, შეგიძლიათ ნებისმიერი რეცეპტი გამოიყენოთ. აქ კი, კრემის ასეთ რეცეპტს გთავაზობთ: ათქვიფეთ ნაღები და შესქელებული რძე. უნდა მიიღოთ სქელი, არაჟნისებური მასა. VI. ჩამოაჭერით ფენებს გვერდები და გაყავით შუაზე > თითოეულ ფენას წაუსვით კრემი და ერთმანეთზე დააწყვეთ > დაფხვენით გვერდებიდან ჩამოჭრილი ფირფიტის ნაწილები და ზემოდან მოაყარეთ. ნამცხვარი შეგიძლიათ II დღეს მიირთვათ, როდესაც ფენებს კრემი გაუჯდება და დარბილდება. არხის სხვა სიახლეები:* 10 საინტერესო ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ* "შოუ–ბიზნესი ყალბი სამყაროა" – მოსკოვში ჩასულ პუგაჩოვას რუსი ვარსკვლავები ცივად შეხვდნენ* ჰიტლერის საიდუმლო სარდაფი106 შეფასება არ არის
|