კინო 5 ფილმი, სადაც "ყველაფერი" რეალურად ხდება 2023, 7 მაისი, 10:57
იმისთვის რომ მაყურებლის ყურადღება მიიპყრონ რეჟისორები თავიანთ ნამუშევრებში ხშირად აჩვენებენ სიყვარულის აქტს მთავარ გმირებს შორის, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ის ხშირად ვუალირებულია, მაგრამ ნახვის პროცესში ყველაფერი ცხადი ხდება. ამ მეთოდს როგორც ჰოლივუდელი, ასევე ევროპელი რეჟისორებიც მიმართავენ - და ის მუშაობს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ ფილმებზე ვისაუბრებთ. თქვენ წინაშეა 5 ფილმი, სადაც ინტიმური სცენები დადგმული არ ყოფილა.
"უოლ-სტრიტის მგელი"
რეჟისორ მარტინ სკორსეზეს "უოლ-სტრიტის მგელი" - არის ფილმი, რომელმაც მარგო რობი მეგა პოპულარული გახადა. ფილმში მისი პარტნიორი თავად ლეონარდო დიკაპრიო იყო. დრამაში მათ შეყვარებული წყვილი განასახიერეს, სადაც სწორედ მარგო რობის მომნუსხველი გმირის, ნაომის გამო შორდება ცოლს ამბიციური მილიონერი. მარგო რობი ამტკიცებდა, რომ მისი სექსის სცენა ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად, ფულით სავსე საწოლზე, უკიდურესად არასასიამოვნო იყო, რადგან ყალბი ქაღალდის კუპიურებს ბასრი კიდეები ჰქონდა, რის შედეგადაც მან ზურგზე არაერთი ჭრილობა მიიღო.
"ნიმფომანი"
რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის "ნიმფომანი" კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ ფილმად იქცა. ისტორია მოგვითხრობს ქალზე, რომელიც კაცებზე საკუთარ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას აღიარებს. ფილმში საკმაოდ ბევრი თამამი სცენაა, რომელთაგან არც ერთი დადგმული არ ყოფილა, მეტიც, ზოგიერთ სცენაში მთავარი როლის შემსრულებელმა შარლოტა გინსბურგმა დუბლიორის გარეშე ითამაშა. არსებობს ფილმის რეჟისორული ვერსიაც, რომელიც აუდიტორიისთვის განკუთვნილი საბოლოო ვერსიისგან რადიკალურად განსხვავდება და მასში ბევრად უფრო მეტი ინტიმური მომენტია, ვიდრე ფილმში, რომელიც დიდ ეკრანზე მაყურებელმა იხილა.
"ფართოდ დახუჭული თვალები"
რეჟისორ სტენლი კუბრიკის ფილმში ნიკოლ კიდმანისა და ტომ კრუზის წყვილი, ცოლ-ქმრის როლს თამაშობს, რომლებიც ერთმანეთს გამუდმებით ღალატობენ. თითოეული მათგანი კადრში დედიშობილა არა მხოლოდ ერთმანეთის პირისპირ, ასევე სხვა პარტნიორების წინაშეც ჩნდებიან.
ყველა რეჟისორი, რომელსაც კი ნიკოლ კიდმანთან ცხოვრებაში მუშაობა ერთხელ მაინც მოუწია, მის საოცარ სექსუალურ ენერგიას ერთხმად აღიარებს.
"მოპარული სილამაზე"
რეჟისორ ბერნარდო ბერტოლუჩის საოცრად მგრძნობიარე და ამაღელვებელი ფილმი - "მოპარული სილამაზე" ეკრანებზე 1996 წელს გამოვიდა, სადაც მთავარ როლს, 19 წლის ლივ ტაილერი ასრულებდა. გოგონა იტალიაში თავის ნათესავებთან ჩადის, რათა საბოლოოდ გაარკვიოს მამის ვინაობა და იმ ახალგაზრდასაც შეხვდეს, ვისთანაც მიმოწერა და გრძნობები აკავშირებს, შედეგად, ჩვენ თვალწინ ლუსისა და მის შეყვარებულს შორის მგრძნებარე სასიყვარულო სცენები იშლება. ამის გარდა, ფილმში ასევე მეორეხარისხოვან პერსონაჟებს შორის სათუთი მომენტებიცაა ასახული.
"ადელის ცხოვრება"
გრაფიკული რომანის "ლურჯი ყველაზე თბილი ფერია" ეკრანული ვერსია ორ ერთსქესიანთა გმირის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. ფრანგი რეჟისორის აბდელატიფ კეშიშის ნამუშევარში ადელ ეგზარქოპულოსისა და ლეა სეიდუს შორის ორი უკიდურესად თამამი და ხანგრძლივი სასიყვარულო სცენაა, რომლის გადაღების შემდეგაც ლეამ აღიარა რომ მას გადაღებების დროს საკმაოდ გაუჭირდა.
|