სხვა 8 ქვეყანა, სადაც ჭარბი წონა სილამაზის სტანდარტია 2023, 6 მაისი, 13:50 სილამაზე - სუბიექტური ცნებაა, რომელზე წარმოდგენაც მუდმივად იცვლება. თითოეულ ქვეყანას სილამაზის სტანდარტებზე განსხვავებული შეხედულება გააჩნია. მაგალითად, საფრანგეთში სიგამხდრეს და ბუნებრიობას აფასებენ, ავსტრალიაში უპირატესობას ათლეტურ აღნაგობას ანიჭებენ, სამხრეთ კორეაში – ფერმკრთალი კანი მოსწონთ, ინგლისში კი – ზედმეტი სიგამხდრეა ტრენდული, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც განსაკუთრებულ პატივში "მადისაღმძვრელი", ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონები არიან. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ ქვეყნებზე ვისაუბრებთ. თქვენ წინაშეა რვა ქვეყანა, სადაც სხეულის სავსე ფორმები არა მხოლოდ მიღებულია, არამედ სილამაზის სტანდარტადაც კი ითვლება.იამაიკაიამაიკაზე განსაკუთრებით სრული ფიგურის მქონე ქალებს აფასებენ და ხშირად მათ გამხდარ კოლეგებთან შედარებით უფრო მიმზიდველადაც კი თვლიან. იამაიკაზე სილამაზის იდეალი ხაზს უსვამს სხეულის ფუმფულა ფორმებს, ხოლო ჭარბი წონის მქონე ქალები კურთხეულადაც კი ითვლებიან. იამაიკური მედია სავსემკერდიან მოდელებსა და ცნობილ ადამიანებს ხშირად აჩვენებს, ხოლო კუნძულზე ყოველწლიურად გამართული კარნავალი სხვა არაფერია თუ არა - ფუმფულა ქალბატონებისთვის თავიანთი სილამაზის ჩვენების ერთგვარი შესაძლებლობა.
კოლუმბიაკოლუმბია, კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონები დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობენ. სრული ფიგურის მქონე მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უფრო ქალურებად, და სილამაზის ეტალონად ითვლებიან. მაგალითად, მოდის ჩვენებებზე ხშირად არის წარმოდგენილი ისეთი სამოსი, რომელიც მხოლოდ "მადისაღმძვრელი" ფორმების მქონე გოგონების წარმოსაჩენად არის შექმნილი.
ნიგერიანიგერიაში სილამაზის იდეალად სხეულის სრული ფორმები ითვლება. დასავლეთ აფრიკაში მდებარე ამ სახელმწიფოში დიდთეძოებიანი ქალები ყველაზე მეტად ფასობენ და იქაური სტანდარტებითაც ყველაზე მიმზიდველად სწორედ ისინი ითვლებიან. ნიგერიაში მცხოვრები ჭარბწონიანი ქალბატონები თავიანთი ფორმებით ამაყობენ და სულ არ ერიდებიან საკუთარი "ღირსებების" საჯაროდ დემონსტრირებას.ინდოეთიინდოეთში სილამაზის იდეალად ქალის სრული სხეულია მიჩნეული, რაც ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების ერთგვარ სიმბოლოდ ითვლება. მაგალითად, ტრადიციული ინდური სარიც, სწორედ ასეთი ქალებისთვის არის განკუთვნილი.სამოასამოაში სხეულის სავსე ფორმები არა თუ მისაღები, არამედ სილამაზის სტანდარტიც კია. სილამაზის ტრადიციული სამოური იდეალი ხაზს უსვამს ქალის ფუმფულა ფორმებს, შესაბამისად, ასეთი "ღირსებების" მქონე გოგონები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დიდი მოწონებით სარგებლობენ. სამოას კულტურაში მასიურ ქალბატონებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და აღმერთებენ.
|