სხვა უსირცხვილოები: გარყვნილი ქმედებებით ცნობილი 10 ისტორიული ფიგურა 2023, 2 მაისი, 22:11
მონარქები და მეფეები, ისევე როგორც მათი მეორე ნახევრები ხშირად განიხილებიან როგორც ღვთისმოსავი, მოკრძალებული და მისაბაძი მაგალითები, თუმცა ეს საზოგადოებაში გავრცელებული საკმაოდ მცდარი წარმოდგენაა. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 10 უკიდურესად თავაშვებული ისტორიული ფიგურის შესახებ, რომელთა "საგმირო" საქმეებიც ისტორიამ შემოინახა.
მარია ალექსეევნა სალტიკოვა
პრინცესა თავისი სილამაზით იყო განთქმული და მამაკაცების ყურადღებასაც უპრობლემოდ იპყრობდა. გენერალ ვასილი სალტიკოვის მეუღლეს ჯარისკაცებთან გართობა განსაკუთრებით უყვარდა, ამიტომ ღამით მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული მარია ალექსეევნა სახლიდან მალულად იპარებოდა და სამხედრო ყაზარმისკენ მიიჩქაროდა. ისტორიკოსების თქმით, მას ურთიერთობა 300-ზე მეტ მამაკაცთან ჰქონდა.
ფიდელ კასტრო
ფიდელის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კუბის დიქტატორი ქალების უსაზღვრო რაოდენობას ხვდებოდა. თავისი მმართველობის დროს მას ურთიერთობა ათასამდე ქალთან ჰქონდა.
ეკატერინე II დიდი
იმპერატრიცა ეკატერინე თავისი მეტისმეტი ვნებიანობით იყო ცნობილი. ახალგაზრდობაში მას თურმე ოცდაათამდე საყვარელიც კი ჰყავდა. თუ იმპერატრიცას მამაკაცი მოეწონებოდა, ის მაშინვე მისი ფავორიტი ხდებოდა. ყველა ახალგაზრდა ეკატერინეს საძინებელში მოხვედრაზე და ახალი სტატუსისა თუ ფულადი ჯილდოს მიღებაზე ოცნებობდა.
კალიგულა
რომის იმპერატორი, გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი, მეტსახელად კი კალიგულა თავისი სისასტიკით იყო განთქმული, რომელმაც ხელისუფლებას ინტრიგებითა და ღალატით მიაღწია. ცხოვრებაში ერთადერთი რაც მას უყვარდა - იყო ძალაუფლება და სექსი. ქალებს კალიგულასი ეშინოდათ, ვინაიდან მას საყვარლებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება უყვარდა.
ჯოვანა ნეაპოლელი
ჯოვანა სასიყვარულო თავგადსავლების მიმართ ცხოველ ინტერესს ახალგაზრდობიდანვე ავლენდა. მისი ლოგინში ათასზე მეტმა მამაკაცმა გაიარა. მეტიც, დედოფალს ერთდროულად რამდენიმე პარტნიორის მიღება მოსწონდა.
ჯორჯ გორდონ ბაირონი
ლორდ ბაირონი არა მხოლოდ თავისი შემოქმედებითობით, არამედ ქალებთან რომანებითაც იყო ცნობილი. ამბობენ, რომ წელიწადში მას 250 მშვენიერი სქესის წარმომადგენელთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის მსახიობებთან, მოახლეებთან და სახელმწიფო მოხელეების ცოლებთანაც კი. გარდა ამისა, ის ხშირად უხდიდა ქუჩის გოგოებს ფულს ურთიერთობისთვის.
ვალერია მესალინა
რომის იმპერატორის ცოლი დროს ბევრ მამაკაცთან ერთად ატარებდა. მას იმდენად სიამოვნებდა მამაკაცებთან დროის სასიამოვნოდ გატარების პროცესი რომ ის ბორდელში წასასვლელად და თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად სასახლეს ხშირად ღამითაც კი ტოვებდა.
ლუი XIV
ლუი XIV დე ბურბონი უკვე 22 წლის ასაკში გახდა ცნობილი თავისი მრავალრიცხოვანი რომანებით, თუმცა ამ ცხოვრების წესით გადაღლილმა "მეფე მზემ" ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. ხმები დადიოდა, რომ ლუი მეუღლეს დაქორწინების შემდეგაც ღალატობდა და დროდადრო ბორდელშიც დადიოდა.
ელისაბედ პეტრეს ასული
რუსეთის მონარქი, ელისაბედ I მნიშვნელოვანი თანამდებობებითა და მაღალი წოდებებით, მინიჭებული სიამოვნებისთვის არა მხოლოდ დიდგვაროვან მამაკაცებს, არამედ რიგითებსაც კი ანებივრებდა. მას ერთდროულად რამდენიმე საყვარლის ყოლაც კი არ ერიდებოდა. გავრცელებული ჭორების თანახმად, იმპერატრიცასთან ღამის გათევაზე უარის შემთხვევაში, მამაკაცისთვის შესაძლოა სიცოცხლეც კი წაერთმიათ.
ნერონი
ნერონი პატარაობიდანვე მამის ქალებთან ურთიერთობას თვალყურს ყურადღებით ადევნებდა. რომის იმპერატორს ტემპერამენტი მემკვიდრეობით გადაეცა, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ნერონი მრუშობას ბოლომდე მიეცა, მეტიც, მან სახელმწიფო საქმეები საერთოდ მიატოვა, რის შედეგადაც ის ტახტიდან ჩამოაგდეს.
|