x
5 საინტერესო ფაქტი ძაღლებზე
https://www.akc.org/expert-advice/lifestyle/dog-facts/

1.ბრაზილიაში გამართულ ტენისის ნაციონალურ ტურნირზე, სპორტსმენებს ბურთს თავშესაფრის ძაღლები აწვდიდნენ. ცხოველთა დამცველები ამ აქციით ცდილობდნენ, ძაღლებითვის მზრუნველი ოჯახები ეპოვათ, რამაც გაამართლა.


2.ავაზები ნერვიული ცხოველები არიან, ამიტომ მათი კომფორტისთვის გალიებში თერაპევტ-ძაღლებს უშვებენ, რათა მტაცებელმა სიმშვიდე შეინარჩუნოს.


3.სერჟანტი სტაბი - ყველაზე სახელგანთქმული ძაღლი პირველი მსოფლიო ომის დროს. მან დასავლეთ ფრონტზე 18 თვე გაატარა და 17 შეტაკებაში მიიღო მონაწილეობა. ის დანაყოფს აფრთხილებდა საშიშროების შესახებ, ამშვიდებდა დაჭრილებს, ხოლო ერთხელ გერმანელი ჯარისკაცი მძევლადაც აიყვანა - მტერს შარვალში ჩაავლო კბილები და არ გაუშვა, სანამ თავისიანები ადგილზე არ მივიდნენ.



4.ზოგიერთი ქვეყნების ციხეებში მოქმედებს სპეციალური პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც წვრთნიან ძაღლებს საპატრულო სამსახურისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების დამხმარეებად. ეს პროგრამები არა მხოლოდ პატიმრების გადამზადებას ემსახურება, არამედ ისინი ახალ პროფესიასაც ეუფლებიან.


5.გაწვრთნილი ძაღლები, რომლებიც აეროპორტებში ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებენ, არასოდეს ყეფენ საეჭვო ნივთის აღმოჩენისას, მით უმეტეს არ ფხაჭნიან და არ ეხებიან მას. ისინი უბრალოდ მშვიდად სხდებიან მათთვის საინტერესო ჩემოდანთან, სანამ სამართალდამცველები მასთან არ მივლენ.

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0