x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იდუმალი კლეოპატრა: 11 ფაქტი ეგვიპტის დედოფლის შესახებ, რომლის მოყოლაც სკოლაში ეუხერხულებათ

image


კლეოპატრა პტოლომეების მაკედონური დინასტიის უკანასკნელი დედოფალი გახდა. სინამდვილეში, მისი სრული სახელი კლეოპატრა VII ანუ ამ სახელით ეგვიპტის ფარაონების ოჯახში ის მეშვიდე ქალი იყო. წინააღმდეგობრივი და საოცარი ქალბატონი, რომელიც მსოფლიოს ყველა მმართველს აგიჟებდა, ქვეშევრდომების მოთმინებას ცდიდა და უპრეცედენტო ინტელექტის კოეფიციენტით გამოირჩეოდა - ასე იცნობს მას უმეტესობა.


image


თუ როგორ ცხოვრობდა გავლენიანი მმართველი ამის გაგებას ვერავინ შეძლებს, მაგრამ არასდროს არის გვიან მისი ცხოვრების ფაქტების შესწავლა, მათ შორის ყველაზე წარმოუდგენელისაც კი. თქვენ აღარ გექნებათ კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ აღელვებს დღემდე ეგვიპტის უკანასკნელი დედოფლის ფენომენი სრულიად კაცობრიობას და რატომ იქცა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟი როგორც ფერწერაში, ასევე ლიტერატურასა და კინემატოგრაფში ხელოვანთა მთავარ შთაგონების წყაროდ.



ის არ იყო ლამაზი, მაგრამ კაცები მასზე გიჟდებოდნენ


image

პლუტარქეს შემონახული ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ დედოფალი სილამაზით გამორჩეული არ იყო. კინემატოგრაფში მისი სახება გამოიყენება, როგორც დახვეწილი სექსუალობის სიმბოლო, თუმცა სინამდვილეში მამაკაცებს არა მისი გარეგნობა, არამედ შინაგანი სამყარო აღაფრთოვანებდა. უძველესი ბარელიეფების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეგვიპტის მთავარ ქალბატონს დიდი ცხვირი და მკვეთრი ნაკვთები ჰქონდა. მისი სიმაღლე 160 სანტიმეტრს არ აღემატებოდა და ზედმეტი წონაც ჰქონდა.





ის თავის თანამედროვეებთან შედარებით გაცილებით უფრო ჭკვიანი იყო


image


ლიტერატურიდან დაწყებული პოლიტიკით დასრულებული კლეოპატრას ცოდნა განურჩევლად ყველას აღაფრთოვანებდა. ის იყო საოცრად მოხდენილი, მუსიკალური და თან შესანიშნავადაც ცეკვავდა. სექს სიმბოლოდ ქცეული დედოფალი პოლიგლოტი გახლდათ და 7 ენაზე საუბრობდა, სწორედ ამიტომ არ იყვნენ მის კარზე თარჯიმნები.





მისი ეშმაკობის სხვა მმართველებსაც შურდათ


image


ერთ დღეს ალექსანდრიაში ბუნტი ატყდა და დედოფალი უსაფრთხოების მიზნით დედაქალაქიდან გაიყვანეს. ცოტა ხანში იქ კეისარი ჩავიდა, რომელიც მთავრობას აჯანყების ჩახშობაში უნდა დახმარებოდა. დედოფალს სასახლეში მომიტინგეების ბრბოს გავლით უნდა შეეღწია, ამიტომ მან ქვეშევრდომებს შესთავაზა, რომ ის ტომარაში გაეხვიათ, ერთ-ერთ მათგანს კი გარშემომყოფებისთის თავი მეთევზედ მოეჩვენებინა, რათა სასახლეში მისი შეყვანა მოეხერხებინა. კეისარმა დააფასა კლეოპატრას გამჭრიახობა და თავდავიწყებით შეუყვარდა ის, დედოფლით მოხიბლულმა კეისარმა სამშობლოში კლეოპატრას ქანდაკებაც კი დაადგმევინა.





ის დიდებულ მამაკაცებს აცდუნებდა



image


კეისარმა პირობა დადო, რომ ის თავის მემკვიდრედ ცესარიონს გამოაცხადებდა, მოგეხსენებათ რომ ის მას ეგვიპტის დედოფლისგან ჰყავდა, რის გამოც მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. მარკუს ანტონიუსი, რომლის წყალობითაც კლეოპატრამ ტახტი შეინარჩუნა, თავს ბერძენი ღმერთის დიონისეს პერსონიფიკაციად თვლიდა, კლეოპატრამ კი მისი მოხიბვლა აფროდიტეს ფორმაში გადაცმულმა გადაწყვიტა. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ კლეოპატრა ანტონიუსთან სხვაგვარად იქცეოდა: ის თავს ბევრის დალევის უფლებას, ფლირტაობისა და გართობის ნებასაც აძლევდა. დედოფალს შვილები იულიუს კეისრისგანაც (ვაჟი ცესარიონი) და მარკუს (ტყუპები ალექსანდრე ჰელიოსი და კლეოპატრა სელენა და პტოლემე ფილადელფუსი) ანტონიუსისგანაც ჰყავდა.






კლეოპატრა გამომწვევად იქცეოდა


image


კლეოპატრა თამამად ხარჯავდა ფულს საკუთარ ახირებებზე. ერთხელ მას ერთი კოქტეილისთვის დღევანდელი ექვივალენტით 20 მილიონი დოლარის გადახდაც კი მოუწია. მან მოითხოვა ძმრიანი თასი და უზარმაზარი მარგალიტი, რომელიც მჟავე სითხეში ჩააგდო და ის, მინერალური წარმონაქმნის დაშლისთანავე დალია.




კლეოპატრას შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა


image


მარკუს ანტონიუსთან ერთად მან "განუმეორებელი ღვიძლის" კლუბიც კი დაარსა, სადაც საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად ველურ წვეულებებს აწყობდა. ყოველი შეკრება კოსტუმირებული იყო, რის შემდეგაც სტუმრები სახეტიალოდ ღამის ქალაქში გადიოდნენ.


კლეოპატრა თავისი დინასტიიდან უკანასკნელ მმართველად იქცა


image


რომის იმპერატორი ოქტავიანე ეგვიპტის აღებასა და დედოფლის მონად აყვანას გეგმავდა. კლეოპატრამ გამოაცხადა, რომ ის "არასდროს იქნებოდა დამარცხებული", მას შემდეგ კი, რაც ოქტავიანეს ჯარები სასახლეში შევიდნენ, დედოფალმა გამარჯვებულებისთვის მდიდრული ნადიმი მოაწყო. შეკრების დროს ის თავის ოთახში გავიდა და თავი მოიკლა: ერთ- ერთი ვერსიით, მან გველს უჩხვლიტა, რათა მისთვის ეკბინა.



კლეოპატრა ბრენდად აქციეს


image


ეგვიპტის უკანასკნელი დედოფლის გამოსახულება დღესაც კი აქტუალურია. მარკეტინგში ხრიკიც კი არსებობს, როდესაც რეკლამის განმთავსებლები სპეციალურად ამატებენ ფრაზას "ასე თავად კლეოპატრაც კი აკეთებდა".




კლეოპატრას ცნობილი ისრები თვალებზე საჭირო არა სილამაზისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვის იყო


image


ეგვიპტელ ლამაზმანს სტიბიუმისგან დამზადებულ თვალის საშუალებას უსვამდნენ. ნივთიერება, რომელიც მასში შედიოდა შესანიშნავად ეხმარებოდა თვალს ინფექციებთან ბრძოლაში.




კლეოპატრა ვარდის წყალს ამჯობინებდა


image
ის სახეს ვარდის წყლით იწმენდდა და მას აბაზანაშიც ამატებდა, რათა კანი რბილი ჰქონოდა. ვარდის წყალს კოსმეტოლოგიაში გამწმენდ და მატონიზირებელ საშუალებებად დღემდე იყენებენ. მეტიც, მისი დამზადება სახლშიც სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ: ვარდის ფურცლები უნდა ჩაყაროთ მდუღარე წყალში, ფერის დაკარგავის შემთხვევაში კი ნაყენი უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან და გააციოთ.




კლეოპატრამ გამოიგონა სკრაბი


image


დედოფლისთვის საგანგებოდ მარილის, ნაღებისა და თაფლის სპეციალურ ნარევს ამზადებდნენ, რომელსაც ანტიბაქტერიული თვისებები ჰქონდა. მას კლეოპატრა დამატენიანებლის სახით სახეზეც ისვამდა. ეგვიპტელი დივა მხოლოდ რძიან აბაზანებს იღებდა, რაც მას ახალგაზრდული კანის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.








0
1074
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1074