x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
11 ფოტო წარსულიდან, რომელთა მიღმაც მოულოდნელი ისტორიები იმალება

image


სახელმძღვანელოებიდან ისტორიის სწავლა - საკმაოდ მოსაწყენია, ვინაიდან ილუსტრაციებიდან მხოლოდ დიდებული საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები და რუკებია განთავსებული. ვიზუალური ინფორმაცია კი არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანია: წარსულის ატმოსფეროში სრული ჩაძირვა წინაპრების ჩვევების უკეთ გააზრებასა და გარკვეული ისტორიული მოვლენების მიზეზების გაგებაში გვეხმარება. თქვენ წინაშე 11 ისტორიული ფოტო, რომელთა მიღმაც იდუმალი ისტორიები იმალება.


image


სიგურნი უივერი და მისი კოლეგები ფილმ "მოჩვენებებზე მონადირეების" გადასაღებ მოედანზე. გადამღები ჯგუფის ყველა წევრს ფილმზე მუშაობა საკმაოდ გაუჭირდა: კომპიუტერული გრაფიკა მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა, მაყურებლისთვის კი მონსტრებისა და მოჩვენებების ჩვენება საჭირო იყო, ამიტომ სტატისტების გამოყენება გადაწყდა. მაგალითად, ამ სცენაში, ურჩხულს ერთდროულად სამი კაცი თამაშობს.


image


ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელი საღამოს ვახშამზე, 1937 წელი, არც არის იმის კითხვა საჭირო მისმა დღემ როგორ ჩაიარა: ყველაფერი სახეზე აწერია.


image


ოლიმპიური რგოლები პირდაპირ მელბურნის სტადიონზე სატვირთო მანქანით გადააქვთ. ავსტრალია, 1956 წლის ნოემბერი. იმ წლებში სსრკ-ას ოლიმპიურ გუნდს თამაშებზე ოდესაში ჯერ მატარებლით, შემდეგ კი ავსტრალიისკენ თბომავალ "საქართველოს" საშუალებით უწევდა წასვლა. ადგილზე ჩაღწევას თითქმის ერთი თვე სჭირდებოდა.


image


მონაზვნები ბიკინებში გამოწყობილ მანეკენს ათვალიერებენ. ესპანეთი, 1965 წელი. ძნელია იმის გაგება, რა ემოციას გამოხატავს მათი სახეები: ინტერესს? აღშფოთებას? აღტაცებას თუ გაკიცხვას?



image


ამ მამაკაცების ამოცნობა სკაფანდრებში ალბათ ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა. თქვენ წინაშეა იური გაგარინი და ალექსეი ლეონოვი, სავარუდოდ, ისინი ამ ფორმებში ე.წ. "ნეპტუნის დღეს"აღნიშნავენ.


image


მცხობელ პოლ დელეის მეუღლე - კლემენტინა - საკუთარ რესტორანს ფლობდა. თავიდან წვერს ის რეგულარულად იპარსავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ერთი ქალბატონი გაიცნო, რომელიც ასევე უხვი თმის საფარით გამოირჩეოდა, ის უფრო თავდაჯერებული გახდა და გადაწყვიტა თავისი "ორიგინალური" გარეგნობით საფრანგეთის ვარსკვლავი გამხდარიყო. მის მეუღლეს ეს იდეა მოეწონა. მათ "წვეროსანი ქალის კაფე" გახსნეს და არც წააგეს: წყვილის შესახებ მალე მთელმა ქვეყანამ შეიტყო.


image


პრინცესა დიანა განთქმული იყო იმით, რომ შეეძლო ყველასთან საერთო ენის გამონახვა. 1991 წელს მან უარი არ თქვა მსოფლიოში ცნობილ სტრიპტიზატორთა დასის "Dreamboys"-სის წევრებთან შეხვედრაზე.



image


საბჭოთა პერიოდში ბავშვებს ბაღებში დღევანდელთან შედარებით ბევრად ადრე იღებდნენ, ვინაიდან დედებს სამსახურში გასვლა რაც შეიძლება მალე სჭირდებოდათ, ხოლო 8 კვირის და უფროსი ასაკის ბავშვები ძიძებისა და აღმზრდელების ამარა რჩებოდნენ.


image


სანტო, დონატელა და ჯანი ვერსაჩე 1980-იან წლებში. ერთი იტალიური ოჯახის წარმომადგენლები, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს მოდის სამყარო. ამ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ ასევე დონატელა ვერსაჩე პლასტიკურ ოპერაციამდე, რომლის საშუალებითაც მან გარეგნობა მთლიანად შეიცვალა.



image


მშენებლები, რომლებმაც ნიუ-იორკში, ლეგენდარული 102-სართულიანი, თაბამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა "ემპაირ სტეიტ ბილდინგი" ააშენეს, ნამდვილად არიან პლანეტის ყველაზე გაბედულ ადამიანებს შორის.
ცათამბჯენის აშენება, რომელსაც მე-20 საუკუნეში ანალოგი არ ჰქონდა მათ მხოლოდ 410 დღეში შეძლეს.


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ 1962 წელს საახალწლო განწყობის შექმნა შესაძლებელი იყო ნაძვის ხის სტილიზებული ვარცხნილობის დახმარებით.








0
1338
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1338