საზოგადოება რამაზ გაგნიძე: "წიწილები 2024 წლის ოქტომბერში დაითვალეთ!" 2023, 1 მაისი, 14:28 "ანუ ეს იყო სახალხო აქცია? მაშინ ბევრი კითხვა მაქვს და გამეცით პასუხი: 1. რატომ არ ისაუბრეთ “უცნობის“ გამყიდველ-მოღალატეობრივ საქმიანობაზე(თვითონ აღიარა), სადაც 2008 წელს მიშასთან გარიგებით(ტელევიზია მოუნდა) 300.000 კაცი გადააგდო და იმის შემდეგ მოხდა თითქმის ყველა უბედურება რაც მოხდა?!
2. რატომ არ ისაუბრეთ ანტიდისკრიმინაციულ კანონის გაუქმებაზე?
3. რატომ არ ისაუბრეთ ნაცებთან კოჰაბიტაციის დამთავრებაზე?
4. რატომ არ ისაუბრეთ ნაცების მასიურ დასჯაზე და პარტიის გაუქმებაზე?
5. რატომ არ ისაუბრეთ სახელწიფო გადატრიალების მცდელობის დროს ნაცების სისხლის სამართლის მუხლებიდან განთავისუფლებაზე?
6. რატომ არ ისაუბრეთ კორუფციულ გარიგებებზე?
7. რატომ არ ისაუბრეთ სინდისის ბიჭების განთავისუფლებაზე?
8. რატომ არ ისაუბრეთ აგენტურის შესახებ კანონზე და მის უკან გაწვევაზე?
9. რატომ არ ისაუბრეთ უფლის, ეკლესიის, მართლმადიდებლობის, ტრადიციების და პატრიარქის ლანძღვაზე პასუხის გასაცემ თემაზე?
10. რატომ არ ისაუბრეთ ლგბტ თემის და მისი პროპაგანდის გაუქმებაზე?
11. კონსერვატორად მოაზროვნე ხალხს სიტყვის უფლება რატომ არ მიეცით(ადრევე შეთანხმდით და მერე უარი უთხარით) თუ სახალხო აქცია იყო?
აბა რაზე ისაუბრეთ, რომ მხოლოდ ბოლი გამოგეშვათ და გეძახათ ნაცებმა რა ცუდი რამეები აკეთეს წინა 9 წელი?
აბა რაზე ისაუბრეთ, რაზეც თქვენ “ნაჩალნიკს“ არ ეწყინებოდა?
ანუ მოგეწონათ და მიითვისეთ კონსერვატორების აქციების გამოსვლები და ფაქტიურად “ნაჩალნიკს“ უთხარით, რომ მზად ვართ არჩევნების მოსამზადებლადო?
ყველაფერი გასაგებია. წიწილები 2024 წლის ოქტომბერში დაითვალეთ!
პატივისცემით, რამაზ გაგნიძე.
128 შეფასება არ არის
|