საქართველო
"პროსტა ეგეთი კარწინკა იყო დღეს"- ირაკლი ოქრუაშვილი გუშინდელ აქციაზე
2023, 1 მაისი, 11:42
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ, რესპუბლიკის მოედანზე "უცნობის" მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომღერალს მისი ახალი კლიპის გამო პლაგიატობაში სდებს ბრალს:
"მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ ყოფილიყო დღეს პატარა გრეჩიხას უჩივლებდა მისი იმ კლიპის იდეის მოპარვისთვის საფლავებიდან მკვდრები რომ ამოჰყავს.
არა, გრეჩიხას ჯექსონს კი არ ვადარებ, პროსტა ეგეთი კარწინკა იყო დღეს.
ვერავინ შეამჩნიეთ რამხელა მოთმინების უნარი გამოამჟღავნა გუშინ გრეჩიხამ, მიტინგზე ამერიკის ვიზა რომ არ დახია."- წერს ირაკლი ოქრუაშვლი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე "უცნობის" მიერ ორგანიზებული აქცია სახელწოდებით - "მოვდივარ" გაიმართა, რომლის სლოგანიც გახლდათ - "საქართველო უპირველეს ყოვლისა". აქციისთვის მოქალაქეები რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, ქალაქში განსაკუთრებით მოედნის ირგვლივ რამდენიმე საათის განმავლობაში "ბასლეინებზე" ათობით მიკროავტობუსი იდგა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, შეკრების მიზანი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა იყო.