მუსიკა The Beatles–ს ალბომი პარალელური სამყაროდან (შეგიძლიათ მოუსმინოთ) - ადგილი, სადაც ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია 2023, 2 მაისი, 12:25 The Beatles ცნობილი სტილის აღდგენას ბევრი ცდილობდა... თუმცა, ლივერპულის ოთხეულის მიბაძვა, არავის გამოუვიდა. მაგრამ, თუ გასული საუკუნის 60–იანი წლები გამოტოვეთ და მათ კონცერტებს არ დასწრებიხართ, შეგიძლიათ, youtube–ზე ნახოთ, ან ალტერნატიულ სამყაროში გაემგზავროთ, სადაც ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი, დღემდე ცოცხალია, ხოლო ჯგუფი სიმღერებს წერს და კონცერტებსაც ატარებს... ამერიკელი ჯეიმს რიჩარდსი ამტკიცებს, რომ 2009 წ. 9 სექტემბერს, როდესაც ის თავის ძაღლს, დელ პუერტოს კანიონში (კალიფორნია) მისდევდა, კურდღლის სოროს ფეხი წამოჰკრა, დაეცა და გონება დაკარგა... თვალი უცნაურ ოთახში გაახილა. პირველი რაც დაინახა, რაღაც აპარატი იყო, რომლის დანიშნულებას ვერ მიხვდა. ხოლო შემდეგ, ადამიანიც დაინახა, რომელიც ჯონასის სახელით გაეცნო და უთხრა, რომ სამყაროთაშორის ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა და საქმიანი მოგზაურობის დროს, ის გონდაკარგული იპოვა და დახმარების აღმოსაჩენად, პარალელურ დედამიწაზე გადაიყვანა. სხვადასხვა სამყაროების წარმომადგენლებმა ბევრი ისაუბრეს და მათ შორის, The Beatles–ზეც. აღმოჩნდა, რომ მათთან, ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალი იყო... ჯეიმს რიჩარდსონმა იცოდა, რომ ამ ამბის მოყოლის შემთხვევაში, მას არავინ დაუჯერებდა და ამიტომ, პარალელური სამყაროდან, მტკიცებულებად, კასეტა წამოიღო, რომელზეც The Beatles–ის გამოუცემელი ალბომი – "Everyday Chemistry" არის ჩაწერილი და ის საკუთარ საიტზე ატვირთა (ალბომის მოსასმენად, ბმულზე გადადით) >>>. არხის სხვა სიახლეები:* მისტიკური ისტორიები, რომელიც რეალურად მოხდა* ყალბი ამბები ჩვენი ისტორიული წარსულიდან* 2023 წლის აპრილის საუკეთესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან194 1-ს მოსწონს
|