სხვა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ ქალს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი სხეული აქვს: რატომ აღიარა მეცნიერებამ კელი ბრუკი სრულყოფილად 2023, 30 აპრილი, 11:21 მეცნიერები არა მხოლოდ კოსმოსსა და ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს სწავლობენ, არამედ შეუძლიათ სილამაზის დარგის ექსპერტებადაც მოგვევლინონ. კლასიკური მათემატიკური მეთოდებისა და სპეციალური ოქროს პროპორციების გამოყენებით, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალს სახელად კელი ბრუკს, მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი სხეული აქვს. რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს გააჩნია სილამაზის საკუთარი გაგება და ასეთი კვლევა ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება იყოს ობიექტური. ამ მიზეზით, მსოფლიოში ბევრი ცნობილი ადამიანია, რომლებსაც ზოგი ლამაზად მიიჩნევს, ზოგსაც კი ნაკლებად მიმზიდველად.მაგრამ ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის კვლევამ ჰოვარდ მიტენსის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახადა ქალის სხეულის იდეალურ პროპორციებთან დაახლოება. ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებიც 2014 წლიდან 2016 წლამდე "სრულყოფილების" თემას იკვლევდნენ, ათასობით რესპონდენტი გამოკითხეს იმასთან დაკავშირებით ქალის სხეულის თუ რომელ თვისებებს თვლიდნენ ისინი განსაკუთრებით ლამაზად.გამოკითხვებმა და კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებში ყველაზე მეტად სიმაღლე, წონა, მკერდის ზომა, წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობა, ფეხის სიგრძე, ცხვირის ფორმა და თითების მიმზიდველობა ფასდება. მოკლედ, იმისთვის რომ მეცნიერული თვლსაზრისით იდეალად იქცეთ აუცილებელია 99-69-96 პარამეტრები გქონდეთ, ხოლო სიმაღლე, არც მეტი, არც ნაკლები - 168 სანტიმეტრი. კვლევაში სახის პარამეტრები გათვალისწინებული არ იყო. მასთან დაკავშირებით ოქროს კვეთის ტექნიკა არსებობს.ყველაზე იდეალური სხეული და ყველაზე ლამაზი ქალი, როგორც აღმოჩნდა მეცნიერებაში განსხვავებული ცნებებია. მაგალითად, ყველაზე ლამაზ ქალად მსოფლიოში ოქროს კვეთის მიხედვით მსახიობი ჯოდი კომერი ითვლება."ბუნებრივი სილამაზის კელი ბრუკი აღნიშნული კვლევის მიხედვით, იდეალურად ჯდება ყველაზე სრულყოფილი სხეულის მქონე ქალის სტანდარტებში, მისი სიმაღლე 168 სმ -ი, პარამეტრები კი 99-69-96 -ია"- აცხადებს ტეხასის უნივერსიტეტის სასწავლო ჯგუფის ავტორი ჰოვარდ მიტენსი.ტაბლოიუდური გამოცემების ვარსკვლავს და ახლა უკვე რადიოწამყვანს, 43 წლის უმშვენიერესს ინგლისელ მსახიობსა და მოდელს კელი ბრუკს მონაწილეობა 20 - მდე ფილმში აქვს მიღებული, გარდა ამისა მეცნიერული თვალსაზრისით, ქალის სილამაზის იდეალად აღიარებული ბრუკი სოციალურ ქსელებშიც აქტიურია. მოდელი ამჟამად რადიოსადგურ "ლონდონის გულში" მუშაობს. კელი თავის სხეულს იდეალურად არ მიიჩნევს და მას "ოდნავ ფუმფულას" უწოდებს. მეცნიერთა შედეგებს ყველა არ ეთანხმება. მაგალითად, გამოცემა "Curacao chronicle"-მა სტადარტების დაწესება ქალებზე გააკრიტიკა, გაზეთის თქმით, ასეთი კვლევების შემდეგ ქალები კომპლექსდებიან და მოდის მხვერპლნი ხდებიან."Curacao chronicle"-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სილამაზე - აბსოლუტურად პირობითი ცნებაა და ის თითოეული ადამანისთვის უნიკალურია, მაგრამ ტელევიზიის, რეკლამისა და მოდის ტენდენციების ზეწოლის ქვეშ გარკვეული სტანდარტები ისახება, რომელსაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ბრმად მისდევენ. "თუ ადრე ქალები ცდილობდნენ გამხდრები ყოფილიყვნენ, ახლა ისინი წონაში იმატებენ - რაც არაჯანსაღი ტენდენციაა."- ნათქვამია ბრიტანულ გამოცემაში.560 შეფასება არ არის |