x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
დაუჯერებელი ამბები, რომლებიც რეალურად მოხდა

ამ სტატიის ფოტოებს რომ ვუყურებთ, უსიამოვნო შეგრძნება გვეუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მათზე არც ძალადობის სცენებია, არც სისხლის ზღვა და სხვა საშინელებ... მაგრამ, ერთი შეხედვა საკმარისია, რომ თავი არაკომფორტულად ვიგრძნოთ და ეს უბრალოდ არ ხდება, რადგან ისტორიები, რომლებიც ამ ფოტოებს ახლავს, მართლაც რომ შემაძრწუნებელია.


ვლადიმერ კომაროვის დანახშირებული ნაშთები
image


1967 წ. კოსმონავტს ვლადიმერ კომაროვს ორბიტაზე გასვლის მისია დაევალა – მისია, რომელსაც თავად კოსმონავტი, წარუმატებლად მიიჩნევდა და მასზე მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ახლო მეგობრის იური გაგარინის სიცოცხლე არ უნდოდა საფრთხეში ჩაეგდო, რომელსაც კომაროვს უარის შემთხვევაში, მისი ჩანაცვლება მოუხდებოდა.
ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთავი ახლოვდებოდა და სსრ კავშირს ის «კოსმოსური მასშტაბით» უნდა აღენიშნა... და მიუხედავად იმისა, რომ «სოიუზ-1»–ის ხომალდში, დათვალიერებისას, 203 წვრილმანი გაუმართაობა იყო აღმოჩენილი, ფრენა არ გადაიდო... და პრობლემებმა მაშინვე იჩინა თავი, როგორც კი, ხომალდი ორბიტაზე გავიდა – ანტენები არ გაიხსნა, დაზიანდა ძრავის მექანიზმი და აპარატის მართვა გართულდა. ამის შემდეგ, ხომალდმა დაშვება დაიწყო, მაგრამ პარაშუტი არ გაიხსნა...


ჰიროსიმას ჩრდილებიimage


იაპონიის იმ ქალაქებში, სადაც 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ატომური ბომბების აფეთქება მოხდა, მრავლადაა ადამიანების და საგნების შავი ჩრდილები ტროტუარებსა და შენობებზე. მიზეზი კი ის არის, რომ ატომური ბომბის აფეთქებს დროს, აფეთქების კერიდან, სინათლის უზარმაზარი ინტენსივობის ნაკადი და სითბო ვრცელდება. ხოლო, ადამიანები და ნივთები, ამ ენერგიას შთანთქავენ, რითაც მათ უკან მდებარე ობიექტებს, გამოსხივებისგან იცავენ. შედეგად, ატმოსფეროში გაბნეული სინათლე, «ჩრდილის» ირგვლივ, ნაგებობის ფასადს ათეთრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს საშინელი ჩრდილები, დღეს იმ ფერის არის, როგორიც ტროტუარები და შენობა–ნაგებობები აფეთქებამდე იყო. უბრალოდ, დანარჩენი ზედაპირის გახუნება მოხდა, ხოლო ობიექტის თავდაპირველმა ფერმა, ჩრდილის სახე მიიღო.


ჯონსთაუნი (გაიანა)image


ქრისტიანულ სექტას – «ხალხთა ტაძარს», რომელსაც ქარიზმატული ლიდერი ჯიმ ჯონსი ხელმძღვანელობდა, უამრავი მიმდევარი ჰყავდა და 918 ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. ეს ისტორიაში, ყველაზე დიდი მასობრივი თვითმკვლელობაა.
ჯონსის მითითებით, ყურძნის წვენით სავსე ავზი მოამზადეს, რომელშიც ციანიდის და ვალიუმის ნაზავი იყო დამატებული. ამ მომაკვდინებელ სასმელს მშობლები პატარებს პირში შპრიცით ასხამდნენ... ხოლო, შემდეგ, წვენს თავად სვამდნენ.


მასხარა პოგო
image


იმით დავიწყოთ, რომ ფოტოზე მასხარაა, რომელიც არც ისე სასიამოვნოდ გამოიყურება... და გარეგნობა ნამდვილად რომ შესაფერისი აქვს. ფოტოზე – სერიული მკვლელი და მოძალადე ჯონ უეინ გეისია. «მკვლელმა–მასხარამ», 6 წელის მანძილზე, მინიმუმ, 33 ადამიანი მოკლა.
ის ყველას საკუთარ სახლში კლავდა და სარდაფში მარხავდა. ხოლო, როდესაც ის 1978 წ. დააკავეს, 25 მკვლელობა აღიარა. მაგრამ, მსხვერპლი უფრო მეტი იყო... იმ მომენტისთვის, როდესაც ის დაიჭირეს, სარდაფში ადგილი აღარ იყო და მოკლული ადამიანების გვამებს უკვე ხიდიდან, მდინარეში ყრიდა...



image


არხის სხვა სიახლეები:


* უცნობი ცივილიზაციის მიერ შექმნილი კლდეში ნაკვეთი ტაძარი

* 25 წარმოუდგენელი ფაქტი იაპონიის შესახებ

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VIII ნაწილი)



2
1605
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1605
  
2023, 19 მაისი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მაისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2