სხვა დაუჯერებელი ამბები, რომლებიც რეალურად მოხდა 2023, 18 მაისი, 9:24 ამ სტატიის ფოტოებს რომ ვუყურებთ, უსიამოვნო შეგრძნება გვეუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მათზე არც ძალადობის სცენებია, არც სისხლის ზღვა და სხვა საშინელებ... მაგრამ, ერთი შეხედვა საკმარისია, რომ თავი არაკომფორტულად ვიგრძნოთ და ეს უბრალოდ არ ხდება, რადგან ისტორიები, რომლებიც ამ ფოტოებს ახლავს, მართლაც რომ შემაძრწუნებელია. ვლადიმერ კომაროვის დანახშირებული ნაშთები 1967 წ. კოსმონავტს ვლადიმერ კომაროვს ორბიტაზე გასვლის მისია დაევალა – მისია, რომელსაც თავად კოსმონავტი, წარუმატებლად მიიჩნევდა და მასზე მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ახლო მეგობრის იური გაგარინის სიცოცხლე არ უნდოდა საფრთხეში ჩაეგდო, რომელსაც კომაროვს უარის შემთხვევაში, მისი ჩანაცვლება მოუხდებოდა. ჰიროსიმას ჩრდილები იაპონიის იმ ქალაქებში, სადაც 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ატომური ბომბების აფეთქება მოხდა, მრავლადაა ადამიანების და საგნების შავი ჩრდილები ტროტუარებსა და შენობებზე. მიზეზი კი ის არის, რომ ატომური ბომბის აფეთქებს დროს, აფეთქების კერიდან, სინათლის უზარმაზარი ინტენსივობის ნაკადი და სითბო ვრცელდება. ხოლო, ადამიანები და ნივთები, ამ ენერგიას შთანთქავენ, რითაც მათ უკან მდებარე ობიექტებს, გამოსხივებისგან იცავენ. შედეგად, ატმოსფეროში გაბნეული სინათლე, «ჩრდილის» ირგვლივ, ნაგებობის ფასადს ათეთრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს საშინელი ჩრდილები, დღეს იმ ფერის არის, როგორიც ტროტუარები და შენობა–ნაგებობები აფეთქებამდე იყო. უბრალოდ, დანარჩენი ზედაპირის გახუნება მოხდა, ხოლო ობიექტის თავდაპირველმა ფერმა, ჩრდილის სახე მიიღო. ჯონსთაუნი (გაიანა) ქრისტიანულ სექტას – «ხალხთა ტაძარს», რომელსაც ქარიზმატული ლიდერი ჯიმ ჯონსი ხელმძღვანელობდა, უამრავი მიმდევარი ჰყავდა და 918 ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. ეს ისტორიაში, ყველაზე დიდი მასობრივი თვითმკვლელობაა. მასხარა პოგო იმით დავიწყოთ, რომ ფოტოზე მასხარაა, რომელიც არც ისე სასიამოვნოდ გამოიყურება... და გარეგნობა ნამდვილად რომ შესაფერისი აქვს. ფოტოზე – სერიული მკვლელი და მოძალადე ჯონ უეინ გეისია. «მკვლელმა–მასხარამ», 6 წელის მანძილზე, მინიმუმ, 33 ადამიანი მოკლა. არხის სხვა სიახლეები:* უცნობი ცივილიზაციის მიერ შექმნილი კლდეში ნაკვეთი ტაძარი* 25 წარმოუდგენელი ფაქტი იაპონიის შესახებ* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VIII ნაწილი)1605 შეფასება არ არის
|