x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დედამ საყვარელს 10 დოლარის ღირებულების ნარკოტიკში 3 წლის ქალიშვილი გაუცვალა, რომელიც შემდეგ გააუპატიურეს და მოკლეს
image

როცა სამი წლის ლუზ მაიდა შუაღამისას დედამ გააღვიძა და უცნობ მამაკაცს ჩაახუტა, ბავშვი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა.


მაგრამ სიმართლე ზედმეტად შემზარავია იმის გასაგებად, რომ პატარა გოგონა დედამ ნარკოდილერ მეგობარ ბიჭს 10 დოლარის ღირებულების კოკაინის სანაცვლოდ მიჰყიდა.


შემთხვევა პარაგვაიში, ქალაქ პედრო ხუან კაბალიეროში მოხდა.სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ შემზარავ კადრებში ჩანს, რომ ლუზი დედის, 42 წლის აურელია სალინასის საყვარელმა წაიყვანა, რის შემდეგაც ბავშვი გააუპატიურა და მოკლა.



სულ რაღაც 24 საათის შემდეგ, ლუზის სისხლიანი ცხედარი შოკირებულმა მეზობლებმა მიტოვებულ სახლში იპოვეს.


ლუზის ხშირად ცისფერ კაბაში გამოწყობილს ხედავდნენ, რომელზეც ანიმაციური ფილმის, Frozen-ის პერსონაჟები იყო დაბეჭდილი.

image

სულისშემძვრელ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ლუზი ცდილობს სალინასის მეგობრის კლანჭებისგან თავის დაღწევას, როდესაც ის სახლიდან გაჰყვს.


ტალახიან გზაზე გასვლის შემდეგ, დილერს ლუზი ცალი ხელით უჭირავს, როგორც ჩანს, მეორე თავისუფალი ხელით ურტყამს.


ნარკოდილერმა, რომლის სახელიც არ სახელდება, გააუპატიურა და მოკლა სამი წლის გოგონა, პირველადი ინფორმაციით, ბავშვი გაგუდეს.


მისი პატარა გვამი პერანგში გახვეული მიტოვებულ სახლში საწოლზე მიგდებული იპოვეს.


გავრცელებული ინფორმაციით, გაბრაზებული ადგილობრივები ცდილობდნენ სალინასის ლინჩის წესით გასამართლებას, როდესაც დაკავების შემდეგ პოლიციაში აღიარა საკუთარი ქალიშვილის მკვლელობაში მონაწილეობა..


მოგვიანებით მისმა ბოიფრენდმა მკვლელობა აღიარა, იტყობინება ადგილობრივი მედია.


სალინასმა თავდაპირველად უთხრა პოლიციას, რომ თითქოს ეძინა, როდესაც ლუზი გაუჩინარდა მაგრამ, როდესაც პოლიციამ ამოიღო CCTV კადრები.შემდეგ აღიარა, რომ ქალიშვილი ნარკოტიკების გამო გაყიდა .

image

სალინასი, მისი საყვარელი და კიდევ 17 წლის მოზარდი დააკავეს, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია დანაშაულში.


ლუზის დაკრძალვას 300-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები დაესწრო, მოგვიანებით კი მეზობლებმა გადაწვეს ის სახლი, სადაც ბავშვის ცხედარი იპოვეს.


გამომძიებლებმა განაცხადეს, სალინასს ჰყავს კიდევ შვიდი შვილი, მათ შორის 12 წლის გოგონა, რომელზეც, სავარაუდოდ, მისი საყვარელი, 30 წლის მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა.



0
139
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0