x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 ლამაზმანი, რომელთა ხილვაც მამაკაცებს დღესაც გულს უჩქარებს

image


სილამაზის შესახებ ყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს. ზოგი ქეით მოსის გარეგნობაში ვერანაირ სილამაზეს ვერ ხედავს, ზოგსაც კი ის ქალღმერთად მიაჩნია - ვერაფერს გავაწყობთ, გემოვნების საკითხია, თუმცა თუ ქალის მიმზიდველობის ფენომენს ობიექტურად შევაფასებთ, დავრწმუნდებით რომ ყველა ქალი თავისებურად უნიკალური და მიმზიდველია. ასე რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ყველას ყურადღებას იმსახურებენ. ეს 10 ლამაზმანი კი თქვენი ყურადღების გარდა, ასევე კომპლიმენტების ღირსია. მათ არა მხოლოდ სილამაზის თანამედროვე სტანდარტები შექმნეს, არამედ ისტორიაში გარკვეული კვალიც დატოვეს. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ჩვენ ისინი ყოველთვის გვემახსოვრება.





ლეტიცია კასტა


image


მილიონობით მამაკაცის სათაყვანებელმა ლეტიცია კასტამ მოდის სამყარო მალევე დაიპყრო. მოდელი თავიდანვე საკმაოდ თავდაჯერებული იყო და საზოგადოების მიერ გამოგონილი სილამაზის სტანდარტებზე მორგებას არასდროს ცდილობდა. სწორედ ამან აქცია 90-იანების ტოპ - მოდელი მსოფლიო ვარსკვლავად.





მერლინ მონრო


image


50-ინი წლების სექს-სიმბოლოდ აღიარებული ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი, მომღერალი და მოდელი მერლინ მონრო უბრალოდ ლამაზი და მომხიბვლელი არ ყოფილა. ის იყო კეთილი, მგრძნობიარე, განათლებული და ძალიან გამჭრიახი გონების ქალბატონი. ყველა ამ თვისებამ კი ლეგენდარული მსახიობი იდეალის წოდებამდე აიყვანა.





ვერონიკა ლეიკი


image


ამერიკელი მსახიობი და 30-40-იანი წლების ფილმ-ნუარის ვარსკვლავი ვერონიკა ლეიკი - იდუმალი და ელეგანტური ლამაზმანი გახლდათ. მასში იყო რაღაც ისეთი არაამქვეყნიური, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი უბრალოდ სიტყვებით ვერ აღწერდა. სწორედ ამაში იმალებოდა მისი მომხიბვლელობის საიდუმლოც.






ლინდა როსტადტი


image


ამერიკელ მომღერალ ლინდა როსტადტს ქანთრი - როკის "ნათლიას" უწოდებენ. კარიერის განმავლობაში მან თერთმეტი "გრემის" ჯილდო მიიღო და ერთდროულად რამდენიმე თაობის თაყვანისმცემელთა მოხიბვლაც შეძლო.






ელზა პერეტი



image


თუ ელზა პერეტის ფოტოებს თვალს გადაავლებთ ადვილად დაიჯერებთ რომ ის მოდელი იყო. სინამდვილეში კი, იტალიელი ლეგენდა წარმოუდგენელი სილამაზის სამკაულებს ქმნიდა და ის მსოფლიოში ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული სამკაულების დიზაინერი იყო.






ქეით მოსი


image



ამ ცნობილი ბრიტანელი სუპერმოდელითა და 90-იანი წლების ვარსკვლავით აღფრთოვანებას დღესაც ვაგრძელებთ, მაგრამ ახალგაზრდობაში ის მართლაც გამორჩეულად კარგი იყო. ამ გოგონამ, რომელიც თავიდან მაღალი მოდისთვის შეუფერებლადაც კი ითვლებოდა, მოახერხა ეპოქის სიმბოლოდ ქცეულიყო.





სიგურნი უივერი


image


ცნობილი ამერიკელი მსახიობი სიგურნი უივერი ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა. სწორედ ბუნებრიობა და გულწრფელობა დაეხმარა ვარსკვლავს მილიონობით თაყვანისმცემელთა გულებში წარუშლელი კვალი დაეტოვებინა.






ჯული ლონდონი


image


ჯული ლონდონი - ცნობილი მომღერალი გახლდათ, რომელმაც მშვენივრად იცოდა როგორ დაეპყრო მამაკაცები არა მხოლოდ თავისი უნაკლო სილამაზით. ჯული საოცრად მგრძნობიარე ხმის პატრონი იყო, რომელიც მსმენელზე ჰიპნოზის მსგავსად მოქმედებდა.






ჯენა დე როსნეი


image


ჯენა ცნობილი გახდა არა მხოლოდ როგორც მოდელი, არამედ როგორც გამოჩენილი სპორტსმენი. ის საიალქნო სპორტით იყო დაკავებული და რამდენჯერმე მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდა, როცა გოგონას ჟურნალებისა და ცალკეული ბრენდებისთვის ფოტოსესიებში მონაწილეობა მობეზრდა, ის საცურაო კოსტუმებისა და ჰიდროკოსტუმების დიზაინერი გახდა.






ნიკი ტეილორი


image


ნიკი პოპულარული ამერიკელი სუპერმოდელი გახლდათ, თუმცა წარსულის აღმნიშვნელი ზმნა მის პიროვნებასთან სრულიად შეუფერებელია: პოდიუმისა და ფოტოსესიების ნამდვილი ვარსკვლავი დღემდე უაღრესად მიმზიდველად გამოიყურება.












0
1350
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1350