x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ფოტოებით მოყოლილი წარსული: უნიკალური ისტორიული კადრები, რომლებიც უნდა ნახოთ

image


მიუხედავად იმისა, რომ კამერა უკვე დიდი ხანია რაც ჩვენი ყოველდღიურობისა და რეალობის განუყოფელ ნაწილად იქცა, მაინც გინდება მას ოდები დაუღალავად უმღერო! რადგანაც ფოტოგრაფიის ხელოვნება იმაზე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ფოტო, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ადამიანები საუკუნეების წინაც კი ახერხებდნენ მარტივი ტექნოლოგიების წყალობით უნიკალური კადრების დაჭერას და შემდეგ მრავალი წლით მათი თაობებისთვის შენახვას!


image


ასე გამოიყურებოდა ტოკიოს თევზის ბაზარი დაახლოებით 60 წლის წინ


image



აბა, ვინ გამოიცნობს ამ კაცის სახელს? კარგით, გიხსნით კარტებს. თქვენ წინაშეა ბრიუს უილისი, 1988 წელს მასში "კერკეტი კაკალის" დანახვა იოლი საქმე მართლაც რომ არ იყო

image



1895 წლის ტრაგიკული მოვლენა, მაშინ პარიზის სადგურ მონპარნასზე საშინელი ავარია მოხდა. ყველაზე გასაკვირი კი ის არის რომ ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა


image



ელის კუპერი გრიმის გარეშე, 1974 წელი



image


ოსვენციმი, ბანაკი, რომლის სახელიც ადამიანებს დღესაც კი ჟრუანტელს ჰგვრის. ეს მის პატიმრებს უხარიათ, რომლებიც 1945 წლის იანვრის ბოლოს გაათავისუფლეს



image


ჯგუფ "Cannibal Corpse" - ის წევრები კომიკოსს ჯიმ ქერისთან ერთად, თუმცა 1994 წელს ის ჯერ კიდევ ისეთი პოპულარული არ იყო, როგორც დღეს არის


image


ანდრე გიგანტი მოდელებთან ერთად პოზირებისას. რესლერი და მსახიობი განსაკუთრებული პოპულარობით მეოცე საუკუნის 80-იან წლებში სარგებლობდა


image


იყო თუ არა სიცოცხლე ფოტოშოპამდე? 1920 წელს გამომგონებელმა დებმა აი ასეთი ფოტო გადაიღეს რათა ეჩვენებინათ, რომ მაღალი ტექნოლოგიების გარეშეც კი შესაძლებელია კამერით სასწაულების მოხდენა


image


შემთხვევითი გამვლელი გეებისა და ლესბოსელების აღლუმზე 28 წლის წინ, სიდნეი


image


ისტორიული მასშტაბის მოვლენა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იალტის კონფერენცია და სამი ქვეყნის ლიდერი, რომელთა შეხსენებაც ვფიქრობ ზედმეტია


image


ისტორიაში არიან პიროვნებები, რომელთა დავიწყებაც უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ფოტოები ამის საშუალებას არ იძლევა. იქნებ ეს კარგიც კი იყოს: დაე, შთამომავლობამაც იცოდეს ყველაფერი, სერიული მკვლელის ეილინ ვუორნოსის სახე იმ დროს, როდესაც მას თითის ანაბეჭდებს უღებდნენ


image


და კვლავ ეპოქალური მოვლენა, ეს 1993 წელს მაიკლ ჯექსონის მოსკოვში ჩასვლაა


image


თქვენ წინაშეა ლეგენდა! ეს მარკ ტვენია, რომლის ნამდვილი სახელიც სამუელ კლემენსია. აი, ასე გამოიყურებოდა "ტომ სოიერის თავგადასავლის" ავტორი სიკვდილამდე ორი წლით ადრე


image


ეს დიდ ბრიტანეთში გადაღებული ფოტოა, რომელიც ყველაზე ნათელ მტკიცებულებად იქცა იმისა, თუ რამდენად დიდი იყო კლასობრივი სხვაობა გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ნისლიან ალბიონში


image


1933 წელი, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში არ შემორჩენილა იმ ბიჭის სახელი, რომელმაც ბუ მოათვინიერა, თუმცა ფოტო გასული წლების ატმოსფეროს მაინც შესანიშნავად გადმოსცემს




0
1273
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1273