ფოტოგრაფია 10 ლამაზმანი, რომელთა ხილვაც მამაკაცებს დღესაც გულს უჩქარებს 2023, 27 აპრილი, 19:10 სილამაზის შესახებ ყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს. ზოგი ქეით მოსის გარეგნობაში ვერანაირ სილამაზეს ვერ ხედავს, ზოგსაც კი ის ქალღმერთად მიაჩნია - ვერაფერს გავაწყობთ, გემოვნების საკითხია, თუმცა თუ ქალის მიმზიდველობის ფენომენს ობიექტურად შევაფასებთ, დავრწმუნდებით რომ ყველა ქალი თავისებურად უნიკალური და მიმზიდველია. ასე რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ყველას ყურადღებას იმსახურებენ. ეს 10 ლამაზმანი კი თქვენი ყურადღების გარდა, ასევე კომპლიმენტების ღირსია. მათ არა მხოლოდ სილამაზის თანამედროვე სტანდარტები შექმნეს, არამედ ისტორიაში გარკვეული კვალიც დატოვეს. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ჩვენ ისინი ყოველთვის გვემახსოვრება.ლეტიცია კასტამილიონობით მამაკაცის სათაყვანებელმა ლეტიცია კასტამ მოდის სამყარო მალევე დაიპყრო. მოდელი თავიდანვე საკმაოდ თავდაჯერებული იყო და საზოგადოების მიერ გამოგონილი სილამაზის სტანდარტებზე მორგებას არასდროს ცდილობდა. სწორედ ამან აქცია 90-იანების ტოპ - მოდელი მსოფლიო ვარსკვლავად.მერლინ მონრო50-ინი წლების სექს-სიმბოლოდ აღიარებული ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი, მომღერალი და მოდელი მერლინ მონრო უბრალოდ ლამაზი და მომხიბვლელი არ ყოფილა. ის იყო კეთილი, მგრძნობიარე, განათლებული და ძალიან გამჭრიახი გონების ქალბატონი. ყველა ამ თვისებამ კი ლეგენდარული მსახიობი იდეალის წოდებამდე აიყვანა.ვერონიკა ლეიკიამერიკელი მსახიობი და 30-40-იანი წლების ფილმ-ნუარის ვარსკვლავი ვერონიკა ლეიკი - იდუმალი და ელეგანტური ლამაზმანი გახლდათ. მასში იყო რაღაც ისეთი არაამქვეყნიური, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი უბრალოდ სიტყვებით ვერ აღწერდა. სწორედ ამაში იმალებოდა მისი მომხიბვლელობის საიდუმლოც.ლინდა როსტადტიამერიკელ მომღერალ ლინდა როსტადტს ქანთრი - როკის "ნათლიას" უწოდებენ. კარიერის განმავლობაში მან თერთმეტი "გრემის" ჯილდო მიიღო და ერთდროულად რამდენიმე თაობის თაყვანისმცემელთა მოხიბვლაც შეძლო.ელზა პერეტითუ ელზა პერეტის ფოტოებს თვალს გადაავლებთ ადვილად დაიჯერებთ რომ ის მოდელი იყო. სინამდვილეში კი, იტალიელი ლეგენდა წარმოუდგენელი სილამაზის სამკაულებს ქმნიდა და ის მსოფლიოში ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული სამკაულების დიზაინერი იყო.
|