სხვა გამაოგნებელი აღმოჩენები: 14 ისტორიული არტეფაქტი, რომელიც თავისი სილამაზით ყველას აოცებს 2023, 27 აპრილი, 12:47 არქეოლოგები არ არიან ჩვეულებრივი ისტორიკოსები, რომლებიც ყველაზე ხშირად წიგნის სამყაროში ცხოვრობენ. ამ ადამიანებს შეუძლიათ შეეხონ ისტორიას, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ისინი ეხმარებიან სამყაროს იმ არტეფაქტების აღმოჩენაში, რომლებიც ადამიანის თვალისგან მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში იმალებოდა, თუმცა ამ 14 არტეფაქტმა გამოცდილი არექოლოგებიც კი გააოცა. უძველესი საიუველირო სამკაულები, რომელიც ორ კულტურას შორის კავშირს ადასტურებს, საოცარი ნაგებობები უახლესი და ძალიან შორეული წარსულიდან, ფარული შეტყობინებები და ადამიანის მიერ მოთვინიერებული ბუნებრივი საოცრებები - სწორედ ამ საოცარი არტეფაქტების შესახებ ვისაუბრებთ დღევანდელ სტატიაში.1851 წელს მყარი ხისგან გამოჭრილი გოთური სტილის სპირალური კიბე, რომელიც ამჟამად ლედნიცის ციხეში მდებარეობს, ჩეხეთი.სელჩუკთა ზარდახშა კოდური საკეტით, რომელიც ვერცხლითა და სპილენძით არის გაფორმებული. არტეფაქტი მეცნიერების მიერ ირანიდან იქნა ჩამოტანილი და ის 1200-1201 წლებით არის დათარიღებული.ხალიჩის მსგავსი მოზაიკა, რომელიც ჰიშამის მუსულმანურ სასახლეში (ნაგებობა 724 და 743 წლებს შორის იქნა აგებული ) მდებარეობს.ფრინველების გამოსახულებიანი ნეფრიტის ფირფიტა, რომელიც ლალით, საფირონებითა და ნეფრიტით გაფორმებულ ოქროს ჩარჩოშია ჩასმული. ჩინეთი, გვიანი ძინის დინასტია ან ადრეული იუანის დინასტია.ყველა ერის ჭიშკარი, ასევე ცნობილია, როგორც ქსერქსეს ჭიშკარი პერსეპოლისში, ირანი, 486-465 წწ. ძვ.წ. მდებარეობს აპადანას სასახლის შესასვლელთან.რომაული გზა, რომელიც იტალიის ქალაქ მარინოში ახალი "მაკდონალდსის" მშენებლობისას სრულიად შემთხვევით იპოვეს, რესტორნის მფლობელებმა გადაწყვიტეს დაწესებულებაში გამჭვირვალე იატაკი გაეკეთებინათ - აბა, ასეთ აღმოჩენას ხომ არ დამალავდნენ?ბაიანხონგორში ნაპოვნი პრეისტორიულ კლდეზე ამოკვეთილი ირმის გამოსახულებები, მონღოლეთი.ინდური ზურმუხტისფერი ღვინის ჭიქა, სადაც ძვირფასი ქვები სუფთა ოქროს ჩარჩოში იყო ჩასმული, მე-18 საუკუნე.მინაში მოქცეული "ჰერმეტიზებული" პაწაწინა ეშმაკი. მე-18 საუკუნეში ვენის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს ნამდვილი დემონი იყო, რომელიც გერმანელმა ეგზორცისტმა დაიჭირა.უძველესი ქალაქი პერსეპოლისი დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე სპარსეთის იმპერიის ოთხი დედაქალაქიდან ერთ-ერთი იყო. ქალაქის ქუჩებს სწორედ ასეთი დიდებული ქანდაკებები ამშვენებდა, რომლებზეც სტუმრების მეფისადმი შესაწირი იყო გამოსახული.ობსიდიანის დანები, მეცნიერთა აზრით, ისინი თანამედროვე სკალპელებთან შედარებით გაცილებით უფრო ბასრი იყო.ვიკინგების ეპოქის ბეჭედი წარწერით "ალაჰის გულისთვის". სამკაული თანამედროვე სტოკჰოლმის დასავლეთით 25 კმ-ში, ბირკაში, 1200 წლის წინ დაკრძალულ ქალის საფლავში იქნა ნაპოვნი. ბეჭედი ვიკინგებისა და აბასიანთა სახალიფოს პირდაპირი კონტაქტის უნიკალურ მატერიალურ მტკიცებულებას წარმოადგენს.ორთავიანი გველი შუშის თვალებით, რომელსაც დიანას გამოსახულიანი მედალიონი უჭირავს.პერუს კიბე სამოთხეში - მაჩუ-პიქჩუში მიმავალი ინკების უძველესი გზა.344 შეფასება არ არის |