დიეტოლოგია დედა 8 წლის გოგონას მკაცრ დიეტაზე ამყოფებს 2012, 10 აპრილი, 16:32 როგორც ჩანს უცნაური დედებიც არსებობენ ამქვეყნად. ამ სტატიაში მოგახსენებთ ერთ მსუქან დედაზე. მას 8 წლის გოგონა ჰყავს და 6 წელია დიეტაზე ამყოფებს და ბავშს შოკოლადის ჭამას საერთოდ უკრძალავს, რადგან არ სურს ისევე გასუქდეს, როგორც ერთ დროს თვითონ გასუქდა. ჩვენი გმირები მარტოხელა მსუქანი დედა და მისი გამხდარი გოგონა ბრიტანეთში ცხოვრობენ. ბავშვი მხოლოდ დაბალკალორიულ საკვებს იღებს – ხილ–ბოსტნეულს, თევზს, ბურღულეულს, დედა კი – ჩიფსებს, კარტოფილის პიურეს ყველით და ნამცხვრებს. 1700 კალორიის მაგივრად პატარას მხოლოდ 700 კალორია გამოსდის დღეში. ექიმები შეფიქრიანდნენ. მათი აზრით, ასეთი კვება ბავშვს ხელს შეუშლის ზრდაში და ჰორმონალურ ცვლილებებს გამოიწვევს. ალი ჰილარდონი 110 კილოა, მისი შვილი კორლი კი სულ სარკეში იყურება – ხომ არ გავსუქდიო. 18264 7-ს მოსწონს 3-ს არა
|