x
image
მადამ ფისუნია
სხვა ღმერთები იდენტური ისტორიით...
image

იაჰვესა და იესო ქრისტემდე დიდი ხნით ადრე, ბევრ რელიგიას ჰყავდა ისეთი ღმერთები, რომლებიც დაიბადნენ უცნაური, სასწაულებრივი გზებით, მათ შორის ქალწულებში ჩასახვით, რომლებიც დედამიწაზე მოვიდნენ და სასწაულებს ახდენდნენ, ასწავლიდნენ.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც განიკითხეს და მოკლეს, ხელახლა დაიბადნენ და ზეცაში ამაღლდნენ.
მართალია, ეს ისტორიები განსხვავდება ქრისტეს ისტორიებისგან, მაგრამ გავრცელებული არქეტიპები პალესტინის ახლომდებარე კულტურებში მიუთითებს წარმართულ გავლენას ქრისტეს დაბადების ბიბლიურ ისტორიაზე.
მაგალითად, 25 დეკემბერი იყო ბევრი სხვა ღმერთის დაბადების დღე იესომდე.
ქრისტიანთა უმეტესობას ესმის, რომ რეალურად, ქრისტე ამ დღეს არ დაბადებულა (ბიბლიის მკვლევარები თვლიან, რომ ის გაზაფხულზე დაიბადა, რადგან ბიბლია იხსენიებს მწყემსებს მინდვრებში მისი დაბადების დროს).
მოსაზრება, რომ ქრისტე დაიბადა 25 დეკემბერს, ისტორიულ ჩანაწერებში IV საუკუნემდე აარსად ჩანს; ყველაზე ადრეული ქრისტიანი მწერლები, როგორიცაა ორიგენე, ტერტულიანე, ირინეოსი და სახარების ავტორები, დუმან ამ თემაზე.
დეკემბრის ბოლოს, ზამთრის მზებუდობის დრო (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ყველაზე მოკლე დღე და წელიწადის ყველაზე გრძელი ღამე), სავსე იყო წარმართული ევროპული დღესასწაულებით.
რომის იმპერიამ 25 დეკემბერი გამოაცხადა დღესასწაულად მათი ნაშვილები, სირიის ღმერთის სოლ ინვიქტუს დაბადების აღსანიშნავად 274 წელს, დაახლოებით 50 წლის შემდეგ, რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ოფიციალურად გამოაცხადა 25 დეკემბერი ქრისტეს შობის დღედ.
ძვ.წ 1000 წლამდე, ჩვენ ვხვდებით შემდეგ ღმერთებს ან ნახევარღმერთებს დაბადებულთ 25 დეკემბერს: ჰორუსი, ოსირისი, ატისი.
ძვ.წ. 200 წლამდე გვყავს მითრა, ჰერაკლე, დიონისე, თამუზი, ადონისი და სხვები. ამ პერსონაჟებიდან ზოგიერთი, ქალწულებმაც შობეს.
საინტერესოა, რომ ძველ მითოლოგიებში ბევრი ღმერთი იბადება ქალთაგან, რომელთა სახელები მომდინარეობს "მა"-დან, რაც ნიშნავს დედას: მირა სირიულ მითში, მაია ბერძნულ მითში, მაია ინდურში, მერი ებრაულად.
ღმერთის ან ნახევარღმერთის დაბადებას ხშირად თან ახლდა წარმოუდგენელი სანახაობები და ხდებოდა სხვა ღმერთის ქმედებებით.
კლასიკური ავტორებისგან ვიგებთ, რომ ღმერთების მოსაზრება, რომლებიც სტუმრობენ მოკვდავ ქალებს და ხდებიან მათი შვილების მამები, გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში, ბერძნულ და რომაულ დროებში…

„ღმერთები ადამიანთა მსგავსად ცხოვრობდნენ დედამიწაზე“. მაშინ, ადამიანებს სჯეროდათ, ღმერთის დედამიწაზე ადამიანის სამოსით მოსვლის შესაძლებლობის.

ვარსკვლავები, მეტეორები და ზეციური მნათობები, სავარაუდოდ, მიუთითებდნენ მრავალი ადამიანი-ღმერთის დაბადებაზე, მათ შორის ქრისტეს, იუს, ლაო-ცუს, სხვადასხვა რომაელი ღმერთის და ბუდას.


ამავდროულად, უცნაური და ფანტასტიური მოვლენები, ახლდა წმინდა მითოლოგიური ფიგურების დაბადებას, როგორიცაა ოსირისი სირიაში, ტრინიტი ეგვიპტეში და მითრა სპარსეთში.

მაგრამ არაფერი იყო უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე ქალწულის სხეულიდან დაბადება.

ქალწულიდან შობა და ქალწულობისადმი პატივისცემა და მოწიწება, იყო გავრცელებული თემა ძველ რელიგიებში ქრისტეს შობამდეც და ქრისტიანობის წარმოშობის მახლობლადაც.
იგი აქცევდა ბავშვს, განსაკუთრებულად, ხშირად ღვთაებრივადაც.
ქრისტეშობამდე ორი ათასი წლით ადრე ეგვიპტის ქალწულმა დედოფალმა მუთ-ემ-უამ გააჩინა ფარაონი ამენკეპტ III. მუთ-ემ-უას ღმერთმა ტახტმა უთხრა, რომ ორსულად იყო და ღმერთმა კნეფმა გაჟღინთა იგი პირზე ჯვრის, სიცოცხლის სიმბოლოს დაჭერით. ამენკეპტის დაბადება აღნიშნეს ღმერთებმა და სამმა მეფემ, რომლებმაც მას საჩუქრები უბოძეს.
რა, ეგვიპტური მზის ღმერთი, სავარაუდოდ, ქალწულის, ნეტისგან დაიბადა. ჰორუსი იყო ქალწული დედა ისისის ვაჟი. ეგვიპტეში და სხვა ადგილებში, როგორიცაა ასურეთი, საბერძნეთი, კვიპროსი და კართაგენი, მითოლოგიური ქალწული დედა და მისი შვილი ხშირად იყო ხელოვნებისა და ქანდაკების ინსპირაციის პოპულარული საგანი.
ატისი, ფრიგიულ-ბერძნული ნაყოფიერების ღმერთი, ქალწული ნანასგან დაიბადა. ერთი ტრადიციის თანახმად, დიონისე, ბერძნული პერსონაჟი ნახევრად ღმერთი და ნახევრად ადამიანი, იყო ზევსის ვაჟი, რომელიც ქალწულ პერსეფონეს შეეძინა.
პერსეფონემ ასევე, სავარაუდოდ, გააჩინა იასონი, პერსონაჟი, რომელსაც არ ჰყავს მამა, არც ადამიანი არც ღვთაებრივი.
პერსევსი იშვა მოკვდავი ქალი, სახელად დანაესაგან, ზევსის წყალობით.
ზევსის სხვა საყვარლების ჩამოთვლას აღარ დავიწყებ შორს წაგვიყვანს, თუმცა ბევრი იყო მოკვდავი.
ბუდა გაუტამას ზოგიერთმა მიმდევარმა გადაწყვიტა, რომ იგი დაიბადა ქალწულ მაიას მიერ.
ჩინეთის იმპერიის დამაარსებელი ფო-ჰი მას შემდეგ დაიბადა, რაც ქალმა შეჭამა ყვავილი ან წითელი ხილი.
კრიშნა ქალწულ დევაკას შეეძინა.
მითრა - დაიბადა 25 დეკემბერს, უბიწო ჩასახვით. მისი შობა იხილეს მწყემსებმა და მოგვებმა, რომლებმაც საჩუქრები მიიტანეს გამოქვაბულში, მისი დაბადების ადგილას ის არის მზის ღმერთი. მას ყავდა 12 მოწაფე. ის მოკლეს, შემდეგ აღდგა და გახდა ღმერთის განსახიერება. კულტი მოიცავს ზიარებას, ნათლობას.
2
183
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
183
  
2023, 28 აპრილი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2