x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სიამოვნების ფასი: ცხოვრება ბანგლადეშის ბორდელში, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე იმდენად დაბალია, რომ ახალგაზრდა ქალებს საკუთარი თავის "გაყიდვის" გარდა სხვა არჩევანი არ აქვთ. ამ ქვეყნებს შორის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბანგლადეში, სადაც ქალის სხეულის "გაყიდვა" სრულიად ლეგალიზებულია. ბორდელი "კანდაპარა" დაახლოებით 200 წელია არსებობს. მის კედლებში სხვადასხვა ასაკის 1000 - მდე გოგონამ გაიარა. 2014 წელს აქტივისტებმა მისი დახურვა სცადეს, რის შემდეგაც მან ფუნქციონირება მართალია რამდენიმე წელი შეწყვიტა, თუმცა ქალების ცხოვრება ამით არ გაუმჯობესებულა. ბევრი გოგონა, რომელიც დაბადებიდანვე "კანდაპარაში" ცხოვრობდა, მისი დროებითი დახურვის გამო ფაქტიურად ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, ულუკმაპუროდ დარჩა.


image


ამან სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა, ამიტომ მიღებული იქნა ბორდელის აღდგენისა და იქ გოგონების დაბრუნების გადაწყვეტილება. ახლა მის ირგვლივ მთელ ტერიტორიას უზარმაზარი კედელი აკრავს, "კანდაპარა" ფაქტობრივად პატარა სახელმწიფოდ იქცა, თავისი წესებითა და კანონებით. გოგონები იქ როგორც წესი, ქუჩებიდან და ღარიბი ოჯახებიდან ხვდებიან, აბსოლუტურად უუფლებონი ყველაფერში "მადამს" ემორჩილებიან, გოგონები იძულებულები არიან 5 წელი უფასოდ იმუშაონ, რათა საკუთარი თავი გამოისყიდონ და ყველა ვალიც დაფარონ.


image


ამ წლების შემდეგ ისინი თავისუფლდებიან და მათ ბორდელის დატოვების უფლებაც ეძლევათ, თუმცა ამას ცოტა მათგანი აკეთებს. გათავისუფლებული გოგონები ხელფასის გარდა, ასევე კარგ ტანსაცმელსა და საკვებს იღებენ, საჭიროების შემთხვევაში კი ექიმებიც მკურნალობენ.


image


ღარიბ ბანგლადეშში მცხოვრებთა უმეტესობისთვის პურის ზედმეტი ნაჭერიც კი უკვე ფუფუნებად ითვლება, ამიტომ ისინი ასეთ პირობებს საუკეთესოდ თვლიან. გოგონები აღიარებენ, რომ მათ სახლში არა მხოლოდ სიღარიბე, არამედ ქმარზე დამოკიდებულებაც ელით, რომელიც შესაძლოა საერთოდ ტირანიც კი აღმოჩნდეს. იქ კი მათ შეუძლიათ სრულიად თავისუფლად იცხოვრონ. ამასთან, ყველა კლიენტი საროსკიპოს სიამოვნების გამო როდი სტუმრობს. ზოგს უბრალოდ ურთიერთობა სჭირდება, და ისინი ერთსა და იმავე გოგონებს აკითხავენ, რომლებიც მათთვის ფსიქოლოგის ფუნქციას ასრულებენ.


image


"კანდაპარაში" ბევრი გოგონა შვილებსაც კი აჩენს, რომლებიც იქ ასევე უზრუნველად იზრდებიან. მოზარდები პურის ფულს კლიენტებისთვის ცეკვით შოულობენ, ხოლო 14-15 წლის ასაკში მუშაობას ისინიც უკვე სრულფასოვნად იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ბანგლადეშში ბევრ გოგონას ქორწინების ინსტიტუტის საკმაოდ ეშინია. ამ ქვეყანაში მრავალცოლიანობაც ასევე ოფიციალურად არის დაშვებული, ამიტომ მამაკაცებს საშუალოდ 4 -5 ცოლი მაინც ჰყავთ, რომელთაგან თითოეული იძულებულია იმუშაობს, ქმარი გამოკვებოს და ასიამოვნოს. მათ წუწუნის უფლება არ აქვთ, ვინაიდან კაცს შეუძლია ეუფროსოს ცოლს.



image


ბანგლადეშის დედაქალაქ, დაკაშიც კი შორეულ ქალაქებზე უკეთესი მდგომარეობა არ არის. დედაქალაქში საგზაო მოძრაობის წესები არ არსებობს, ბევრი ადამიანი ცხოვრობს სახლებში, რომლებიც უფრო იმპროვიზირებულ ქოხებს მოგაგონებთ. ფეხშიშველი ბავშვები მთელი დღის განმავლობაში ქუჩებში მოუსვენრად დარბიან, განწირული მზერის მქონე დედები კი დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობენ, რათა როგორმე საკუთარი შვილები გამოკვებონ, ვინაიდან სამუშაო ყველასთვის საკმარისი არ არის, ქალებს გადარჩენის მიზნით დათანხმება ნებისმიერ პირობაზე უწევთ, რაც მათ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს.











0
1611
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1611