საზოგადოება
"მთავარია ახლა ქუჩაში სირბილი და ქვების სროლა არ დაიწყოს"- ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი
2023, 26 აპრილი, 17:05
ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:
"ქოცების მინიმუმ ერთწლიანი აქტიური ანტიდასავლური პროპაგანდა ჩაფლავდა. მთავარია ახლა კობახიძემ ქუჩაში სირბილი და ქვების სროლა არ დაიწყოს.
IRI-ს კვლევის მიხედვით საქართველოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორებად მოსახლეობა თვლის:
(დაშვებულია რამდენიმე პასუხი, ამიტომ ჯამი 100% არ არის)
63% – ევროკავშირი, 47% – აშშ, 27% –უკრაინა, 18% – თურქეთი, 16% – აზერბაიჯანი, 12%– დიდი ბრიტანეთი, 8%– რუსეთი, 8% –სომხეთი, 8%– ისრაელი, 3%–ჩინეთი, 2%– უნგრეთი, 1% – ირანი
82% თვლის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ დასავლური უნდა იყოს
საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ მოსახლეობის 87%–ს მიაჩნია რუსეთი 8%–ს აშშ, 2%–ს ევროკავშირი
79% თვლის, რომ რუსები საქართველოში არც უვიზოდ უნდა შემოუშვა, არც ბიზნესი დაარეგისტრირებინო და არც ქონების ყიდვის უფლება უნდა მიცე.
80%–ს უნდა ნატოში გაწევრიანება
89% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას – მხარდაჭერა გაზრდილია სექტემბრის შემდეგ
მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერა, რომ ეკონომიკის გაძლიერება, უსაფრთხოება, კარგი განათლება, უკეთესი მომავალი და ქვეყნის განვითარება ევროკავშირშია. " - წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა.
კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.