x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უსაზიზღრეს კამპანიას აწარმოებენ... აყვედრიან, რომ ბიძინამ მას სიცოცხლე გადაურჩინა" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და "რესპუბლიკური" პარტიისა და "ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრის, დავით ზურაბიშვილის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ წარმოებულ კამპანიას "უსაზიზღრესს" უწოდებს:


"რაღაც უსაზიზღრეს კამპანიას


აწარმოებენ დათო ზურაბიშვილის წინააღმდეგ.


აყვედრიან, რომ ბიძინამ მას სიცოცხლე გადაურჩინა (კიბო სჭირდა) და რადგან დავალებულია, ვეღარ უნდა დაუპირისპირდეს როცა არ ეთანხმება.


აი ეს არის ოლიგარქია.


ადამიანი სიკეთეს კი არ გიკეთებს. შენს მორჩილებას ყიდულობს – სამშობლოც რომ გაყიდოს, უმადური იქნები თუ დაუპირისპირდები.


ამ სამარცხვინო არგუმენტით უპირისპირდებიან რეჟიმის მონები.


იმედია არ დამჭირდება, მაგრამ თუ დამჭირდა, არავინ დამეხმაროს სულ რომ ვკვდებოდე, ვინც თვლის რომ ამით ჩემს სინდისს ყიდულობს."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ დავით ზურაბიშვილს უცხოური აგენტი საჯაროდ მას შემდეგ უწოდა, რაც ყოფილმა პარლამენტარმა რამდენიმე დღის წინ პოსტი დაწერა, სადაც ივანიშვილისთვის ჰააგის დაკავების ორდერის გაცემა არ გამორიცხა, თუ ის რეგიონში რუსეთის ინტერესების გამტარებელი იქნება. "ოცნების" ლიდერის მხრიდან ასეთი შეფასების გამო დავით ზურაბიშვილი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად წერა:


"ესე იგი ხალხის ძალამ რომ გაავრცელა ეს ბოდვა, ვიფიქრე, დავიკიდებ, რამდენი იდიოტი რამდენ სისულელეს იტყვის, ყველაფერს ხომ არ გამოვეკიდები მეთქი, მაგრამ როდესაც თვით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დამდო პატივი და განაცხადა, ზუსტად ვიცით დავით ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის აგენტი რომააო, ამას ნამდვილად ვერ დავტოვებ რეაგირების გარეშე.


აქვე კიდევ ერთხელ დავადასტურებ იმას, რის გამოც ასეთი პატივი დავიმსახურე: თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი რეგიონში და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში ენერგორესურსების განხორციელების პროექტს, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ როგორც პუტინზე გაიცა დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლოდან, იგივე მოხდეს მისი რეგიონული მოკავშირის მიმართაც.


ეს არის ელემენტარული ლოგიკა, გამომდინარე შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან და თუ ვინმეს ხელისუფლებაში სერიოზულად გგონიათ, რომ ამას მე ამერიკის დაზვერვა თუ მასონთა ლოჟა მალაპარაკებს ბიძინას დაშანტაჟების მიზნით, ვაი თქვენს პატრონს უბედურს!

ბატონ კობახიძეს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის ამ გამოხტომას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. გავივლი კონსულტაციას იურისტებთან და აუცილებლად ვუჩივლებ მას სასამართლოში ცილისწამებისთვის.

#აგენტიმამაშენია"- ვკითხულობთ დავით ზურაბიშვილის ფეისბუქპოსტში.





0
342
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
342