x
image
ნავროზა თაკო
ნუ მომკლავ დეე

imageნუ მომკლავ დედა...


მე კი დავაჩნდი შენს სხეულსა და სულს ტკივილად, დედა…ვერ მოვასწარი დაბადება, სიკვდილმა ისე გამიტაცა, ისე გადავინაცვლე წყვდიადში სინათლეც არ მინახავს და მაინც მე შენ გეძახი…დედა!!შენ რომელმაც წამართვი ადამიანის სახელი, რომელიც სხეულით მატარებდი, შემდეგ კი სიკვდილის გაყინულ ხელებზე მიმაგდე…არა და სულ არ გაწუხებდი, სულ არ გამძიმებდი.მინდა გითხრა, რომ დაბადებამდე, რომელსაც ჩემი სიკვდილი დაერქვა, უკვე მიყვარდი. იცი რა მახსოვს?გული შიშით რომ გიკანკალებდა და მაინც სიყვარულით ფიქრობდი ჩემზე.ვიცოდი გიჭირდა, ამიტომაც ზედმეტად არ გაწუხებდი, რომ მე შენში მეცოცხლა.მხოლოდ მაშინ მოგიხმე გამეტებით, როდესაც რკინის ხელები ჩემს სხეულს უახლოვდებოდნენ “დედა მიშველე“! და მხოლოდ ერთხელ ავყვირდი, როცა ისინი მარწუხებივით შემომეკრნენ-“დედიკო ნუ მომკლავ, შემიბრალე“.შენ მაშინ გეტკინა, მე გატკინე დაუფიქრებლად, არ მინდოდა ამ ტკივილის მოყენება…მაპატიე დედა!! შენ გრძნობდი როგორ გეხვეწებოდი, მაგრამ ისე იქცეოდი თითქოს არ გესმოდა… და საბოლოოდ მე დავმარცხდი…შენთან ბრძოლაში დავმარცხდი… შენი სხეული ჩემთვის სასაკლაოდ იქცა.ჩემს სიკვდილში ალბათ მე ვარ დამნაშავე…ალბათ ვერ გაგრძნობინე, რომ მიყვარდი როცა მე და შენ ჯერ კიდევ ერთი სხეული ვიყავით.როგორ მინდოდა, რომ მალე დავბადებულიყავი და ყელზე მოგხვეოდი დე…შენი სუნთქვა ჩემი გამხდარიყო, მაგრამ ვერ შევძელი, ხელები ჯალათებმა დამიგლიჯეს-ჩემი უფორმო, სიფრიფანა თითები.მინდოდა მკერდზე მოგკროდი ჩემი პაწაწინა გულით, მაგრამ ვერ მოვასწარი-რკინამ დამიჯიჯგნა, როგორ მინდოდა შენი სხეულით გეტარებინე, თავი მოგეწონებინა ჩემით: “ნახეთ რა ლამაზი შვილი მყავსო“.სულ არ ვიქნებოდი მტირალა, ღამით არ გაგაღვიძებდი, ჩუმად ვიქნებოდი და წუთით მიმატოვებდი, თვალებით, შენი მსგავსი თვალებით მოგძებნიდი.პირველივე დღიდან იდრძნობდი, რომ განსაკუთრებით მიყვარხარ, რადგან დაბადებიდანვე ჩემთვის ცხრა თვის და ერთი დღის დედა იქნებოდი.მე შენი გამორჩეული, უპრეტენზიო და მხიარული ბავშვი ვიქნებოდი, რაც მთავარია შენი სიყვარულის ნაყოფი… image

დე, როგორ მაინტერესებს როგორი ხარ, როგორი ხმა გაქვს, რას დამარქმევდი, როგორ შემაპარებდი-თავიდან არ მინდოდა გამეჩინეო და სიყვარულით გულში ჩამიკრავდი.დედიკო ვიცი მაინც ფიქრობ ჩემზე, არ გინდა, მაგრამ სული გიტირის, იცი?მეც ვფიქრობ…ბევრს, ძალიან ბევრს ვფიქრობ … და თან ჩემს სხეულს ვეძებ.ჩვილებს აკვანში აწვენენ, ჩემი აკუწული სხეული კი სანაგვეზე მოისროლეს, სისხლით გაჟღენთილ მყრალ ნარჩენებთან ერთად.არავინ დასტიროდა მაშინ ჩემს ცხედარს, არავინ ჩაასვენა ციცქნა კუბოში, არავის დაუნთია სანთელი, არავინ იგლოვა ჩემი სიკვდილი, დედა… არც შენ ! სამარე იმ საშინელი, დიდი ვირთხების კბილებში ვიპოვე, ნაგავში, რომ იქექებიან და დაწანწალებენ…იმ დღის მერე აქ ვგდივარ, ნაწილ-ნაწილ, დათითოებული.ვერავინ მპოულობს და არც არვინ მეფერება…
უკვე შენი ხსენებაც კი მეშინია, როცა ის მარწუხები მახსენდება მე რომ დამგლიჯეს…იმ დღის შემდეგ ობოლი ვარ, ცოცხალი დედის მყოლი…მაგრამ ისე გამიმეტე საუკუნო სატანჯველისთვის, ერთხელაც არ ჩაგიხედავს ჩემთვის თვალებში, წამით მაინც, რომ დაგენახე აღარ მომკლავდი… იცი?მგონი შენ ჩემზე უბედური ხარ, რადგან მე შენი სული ისე გავიყოლე თან შენ არც კი იცი… !!

13
272
23-ს მოსწონს
ავტორი:ნავროზა თაკო
ნავროზა თაკო
272
  
2012, 1 დეკემბერი, 13:09
კანონით უნდა აიკრძალოს
2012, 13 ოქტომბერი, 19:47
++++
2012, 13 ოქტომბერი, 19:37
რა საშინელებაა :(
2012, 7 ოქტომბერი, 22:17
ვაიმე გული მომიკვდა...
2012, 4 ოქტომბერი, 19:23
ვიტირე, მართლა ვიტირე :))
2012, 3 ოქტომბერი, 4:58
ეს რა საშინელებაა, ცუდად გავხდი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10