ეს სირცხვილია, ერის სირცხვილი
გული ვერ შესძლებს ამის ატანას,
წუხელ უფალიც ტიროდა ალბათ
სული მიჰყიდეთ ეშმაკს, სატანას.
ჯალათად ქცეულ ქართველებს ვხედავ,
დროა გაისმეს განგაშის ზარი,
სოდომს, გომორას ვუახლოვდებით,
ნუთუ ქვეყანას გაუჩნდა ბზარი.
ჩემს ქვეყანაზე შემტკივა გული
მე არ ვეკუთვნი არცერთ პარტიას,
ეკლესიაში ავანთებ სანთლებს
ვენდობი მხოლოდ, უფალს, პატრიარქს.
ქართველი ქართველს რომ დააჩოქებს
რომ ჩააფურთხებს სულში დაჩაგრულს,
ამდენი ზამთრის შემდეგ მითხარით
როგორ ველოდო მე აქ გაზაფხულს.
ყველა ჯალათი დასაჯეთ მწარედ
სანამ გვიანი აღარ იქნება,
საით მივდივართ, რა გვემართება,
კვლავ გამიტაცეს მძიმე ფიქრებმა.
ეს სირცხვილია, ერის სირცხვილი
გული ვერ შესძლებს ამის ატანას,
წუხელ უფალიც ტიროდა ალბათ
სული მიჰყიდეთ ეშმაკს, სატანას...