x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
მსოფლიო ლეგენდა, ქალი, რომელმაც ერთსა და იმავე კაცზე ორჯერ იქორწინა

სოფია კოსტანცა ბრიჯიდა ვილანი შიკოლონე, ცნობილი, როგორც სოფია ლორენი იტალიელი მსახიობია, რომელიც მსოფლიო კინემატროგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. იგი ამერიკის კინოს ინსტიტუტმა კლასიკური ჰოლივუდის კინოს ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად დაასახელა.



სოფი ლორენი




სოფია ლორენის კარიერა 1949 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც მან სილამაზის კონკურსზე დედის ინიციატივით მიიღო მონაწილეობა. სოფია მაშინ მხოლოდ 14 წლის იყო და ფარდისგან შეკერილი კაბა ეცვა.


სოფი ლორენი





სოფიას პირველი როლი იყო ფილმში "Quo Vadis" (1951). ამის შემდეგ ჟურნალებისთვის მოდელობა დაიწყო და მთელს იტალიაში გახდა ცნობილი.


სოფი ლორენი

სოფი ლორენი





ბავშვობაში ლაქტოზის აუტანლობა აწუხებდა და მეტისმეტად გამხარი იყო, რის გამოც სკოლაში დასცინოდნენ და მეტსახელად "კბილის საჩიჩქნ ჯოხს ეძახდნენ".

სოფი ლორენი

სოფი ლორენი





მას 100-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მოპოვებული აქვს აკადემიის ჯილდო, BAFTA, გრემის ჯილდო, ლაურელის ჯილდო, საპატიო აკადემიის ჯილდო და ხუთი სპეციალური ოქროს გლობუსი.


სოფი ლორენი





სოფია ლორენი ორჯერ დაქორწინდა, ორივეჯერ ერთსა და იმავე მამაკაცზე კარლო პონტიზე.

სოფიამ იტალიელი კინოპროდიუსერი კარლო პონტი 15 წლის ასაკში გაიცნო, კარლო კი მაშინ 37 წლის იყო. ისინი პირველად 1957 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ გაშორდნენ. 1966 წელს კი კვლავ დაქორწინდნენ და ერთად იმყოფებოდნენ 2007 წლამდე, ვიდრე პონტის გარდაცვალებამდე.

სოფი ლორენი მეუღლესთან ერთადკარლო პონტი და სოფი ლორენი

სოფი ლორენი მეუღლესთან ერთადკარლო პონტი და სოფი ლორენი



''სექსუალურობა არის 50% ის, რაც თქვენ გაქვთ სინამდვილეში და 50% ის, რაც სხვები ფიქრობენ, რომ თქვენ გაქვთ”, - ამბობდა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალი მსოფლიოში.


სოფი ლორენი

სოფი ლორენი

სოფი ლორენი

სოფი ლორენი

სოფი ლორენი

სოფი ლორენი

სოფი ლორენი

სოფი ლორენი

სოფი ლორენი

სოფი ლორენი





სოფი ლორენი ამჟამად ცხოვრობს შვეიცარიაში, ჟენევაში. ის 88 წლისაა.

სოფი ლორენი


სოფი ლორენი


სოფი ლორენი




2016 წლის ზაფხულში სოფი ლორენი საქართველოში ჩამოვიდა. ის მაშინ ქართველი ოპერის მომღერლის ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ ნატვრის ხის ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მოიწვიეს.


ნინო სურგულაძა და სოფი ლორენინინო სურგულაძე და სოფი ლორენი / 2016 წელი, თბილისი
ფოტო: ნინო სურგულაძის ფეისბუქ-გვერდიდან



სულ ცოტა ხნის წინ კი ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მის შვილ კარლო პონტისა (უმცროსის) და მისი ქართველი შეყვარებულის მარიამ შარმანაშვილის შესახებ.


კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი





სოფი ლორენი


0
214
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0