x
image
ვაჟიკო
საპარლამენტო არჩევნები შედგა

imageსაქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ამ დროისათვის ეგზიტოპლებისა და ცესკოს პირველადი მონაცემებიც ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პირველი კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, არჩევნები შედგა.
არჩევნები შეაფასა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც და მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა.
კომისიის მიერ 07:00 საათისთვის გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში 54, 02 %-ით საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“, რომელსაც ამომრჩეველთა 41, 01 %-მა დაუჭირა მხარი.
დანარჩენი პარტიების პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია: „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2.11%, „ახალი მემარჯვენეები“ – 0, 47 %, „სახალხო მოძრაობა“ – 0, 02 %, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1, 27 %, ჯონდი ბაღათურია „ქართული დასი“ – 0, 12 %, „საქართველოს სპორტსმენთა კავშირი“ – 0.17%.
ცესკოს მონაცემებით, დათვლილია 455 უბნის შედეგები, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12.08% პროცენტია.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ვაჟიკო
ვაჟიკო
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0