ფოტოგრაფია
ანჯელინა ჯოლის უიშვიათესი ფოტოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
2023, 23 აპრილი, 12:55
![ანჯელინა ჯოლის უიშვიათესი ფოტოები,
რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202304/2023042312335186669.jpg)
ანჯელინა ჯოლი 47 წლის ასაკშიც ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალად ითვლება, ხოლო 10 -15 წლის წინ მასზე სრულიად სამყარო გიჟდებოდა. შეუდარებელმა და მომხიბვლელმა - "ლარა კროფტმა" სამარხების ძარცვასთან ერთად იგივე წარმატებით, მილიონობით მაყურებელთა გულებიც დაიპყრო. ამ ულამაზესს ქალბატონს იდეალურ გარეგნობასთან ერთად კიდევ უფრო მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს.
ანჯელინა ჯოლი აგერ უკვე წლებია აფრიკელ ბავშვებს შეძლებისდაგვარად ეხმარება, გვერდში უდგას და ყველანაირად ანებივრებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ვარსკვლავის დიდ ოჯახში მისი და ბრედ პიტის ბიოლოგიურ შვილებთან ერთად, ასევე იზრდებიან ბავშვები - კამბოჯადან, ვიეტნამიდან და ეთიოპიიდან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ამ საოცარი ქალბატონის იშვიათ ფოტოებს, რომლებიც შესაძალოა ნანახი არ გქონდეთ, თუმცა მოდით ყველაფერს თავიდან მივყვეთ.
ანჯელინა ჯოლი 1975 წლის 4 ივნისს ლოს - ანჯელესში დაიბადა. პირველ ფოტოზე გოგონას მამასთან ერთად ხედავთ, სადაც ის სულ რაღაც 4 საათის დაბადებულია, მეორე ფოტო კი 5 წლის შემდეგ არის გადაღებული.
![ანჯელინა ჯოლის უიშვიათესი ფოტოები,
რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202304/2023042312344286669.jpg)
1986 წელს ენჯი უკვე "ოსკარს" ესწრებოდა
რომელიც 14 წლის შემდეგ თავადაც აიღო
აღნიშნული ფოტო ანჯელინას მოზარდობის წლებში გადაღებული ერთ-ერთი ფოტოსესიიდან გახლავთ
ანჯელინას ძმასთან ერთად იშვიათად ნახავთ, ფოტოზე კი ისინი მამასთან ერთად 1994 წლის ერთ-ერთ ღონისძიებაზე არიან გადაღებულები. იმ დროს მსახიობის კარიერა ჯერ მხოლოდ იწყებოდა
ჯოლის ძმა ცოცხალ მტკიცებულებას წარმოადგენს მათთვის, ვინც ამტკიცებს რომ მსახიობი "გადაკეთებულ - გადმოკეთებულია" და რომ ის არც ისეთი ლამაზია. ნებისმიერი მანიპულაცია მის სახეზე ძალიან დელიკატურად არის შესრულებული. მხოლოდ შეხედეთ რამდენად ჰარმონიულად გამოიყურებიან ისინი ერთად და როგორ ჰგვანან ისინი ერთმანეთს
"საუკეთესო მსახიობი ქალის" კატეგორიაში მიღებული "ოსკარის" მფლობელი სავარძელში თავდაჯერებულად უნდა იჯდეს იქ, სადაც ეკითხებიან როგორ შეძლო მან ასეთი "მაგარი" ყოფილიყო
"მალეფისენტი" პატარა მიმდევრების ასეთი რაოდენობით შოკირებულია
2017 წელს ფილმის პრემიერაზე კამბოჯაში...
![ანჯელინა ჯოლის უიშვიათესი ფოტოები,
რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202304/2023042312520686669.jpg)
ანჯელინა ჯოლი მრავალი წლის განმავლობაში პლანეტის ულამაზესს და ყველაზე სასურველ ქალად ითვლებოდა, რომლის გარეგნობასაც ყველა ეტრფოდა, მისი სახის ნაკვთების გამეორებას ქალბატონების უმრავლესობა საკუთარ თავზე პლასტიკური ქირურგების დახმარებით ცდილობდა, მსახიობი კი, თავის მხრივ, ყველანაირად ცდილობს ადამიანებს თავი არა თავისი სილამაზით, არამედ პირველ რიგში, კეთილი საქმეებით დაამახსოვროს.