x
მეტი
  • 27.07.2024
  • სტატია:136189
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510428
სილამაზე დროის საზღვრებს მიღმა: ახალგაზრდა მონიკა ბელუჩის პიკანტური ფოტოები

image


58 წლის ცნობილ იტალიელ კინოვარსკვლავს, უმშვენიერესს მონიკა ბელუჩის პლასტიკური ქირურგებისთვის არასდროს მიუმართავს, თუმცა ის დღემდე რჩება მრავალი წამყვანი მოდის სახლის უცვლელ სახედ. მას მამაკაცები კვლავინდებურად აღმერთებენ და მასთან სიახლოვეზე ოცნებობენ. ამ ეშხიან იტალიელ ლამაზმანს იმდენი როლი აქვს ცნობილი რეჟისორების ფილმებში ნათამაშები რომ ამაში მას ალბათ, ვერავინ შეედრება.


image


მისი ულამაზესი ქალიშვილები, ვარსკვლავურ დედას ახალგაზრდობაში ძალიან ჰგვანან. მონიკა ყოფილ მეუღლეს, ფრანგული კინოს ვარსკვლავს, ვენსან კასელს 2013 წელს დაშორდა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთზე დღემდე დიდი სიყვარულითა და სითბოთი საუბრობს. "ჩვენ არა­ვინ გვე­კუთ­ვნის: არც ჩვე­ნი ქმრე­ბი და არც შვი­ლე­ბი. უბ­რა­ლოდ, შეგ­ვიძ­ლია რა­ღაც გა­ვუ­ნა­წი­ლოთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც გვიყ­ვარს".

image


ამ საოცარი სილამაზისა და შეუდარებელი ნიჭის მქონე ქალბატონის საპატივსაცემოდ გარკვეული ჯიშის ვარდებს მისი სახელიც კი უწოდეს, რომელთა ფურცლებიც ზემოდან ალისფერია, ხოლო ქვემოთ კი - თეთრი, თავად ყვავილი საოცარი სიმძაფრისა და არომატის სურნელებას აფრქვევს. რაც არ უნდა თქვათ, იტალიური კინოს მშვენება მართლაც საოცარი ქალია. "სექსუალობა - ენერგიის საკითხია და არა ასაკის", - ამბობს ბელუჩი. "მე შემხვედრიან ქალები, რომლებიც ყოფილან 60, 70, 80, 90 წლისაც კი - და ისინი უბრალოდ გასაოცრად გამოიყურებოდნენ, და ეს სხვათა შორის, მამაკაცებსაც ეხებათ. მე მომწონს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე კაცები, რომლებმაც ცხოვრებაში დიდი განსაცდელი გამოიარეს და გადარჩნენ. ისინი ძალიან სექსუალურები არიან, და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არიან ისინი!".


image


მონიკა 1964 წელს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში დაიბადა, გოგონა თავისი სილამაზით ყველას ბავშვობიდანვე ატყვევებდა, თუმცა სკოლაში მას საკუთარი გარეგნობის ძალიან რცხვენოდა. მისი სილამაზით მოხიბლული ქალაქის მცხოვრებნი ჩერდებოდნენ და ჩიტა-დი-კასტელოს ქუჩებში მოსიარულე მოზარდს თვალს ვერ აშორებდნენ. მონიკა საზოგაოდების ასეთ რეაქციებს ვერ ხვდებოდა და სკოლის დამთავრების შემდეგ მაშინვე სახლისკენ მიიჩქაროდა. მშობლები თავიანთ ერთადერთ ქალიშვილს აღმერთებდნენ, ერთ დღესაც მამამ გადაწყვიტა შვილს სერიოზულად დალაპარაკებოდა, მან ჰკითხა მას თუ რატომ არ გადიოდა გარეთ თანატოლებთან, რაზეც გოგონამ უპასუხა:

image


"მა, არ შემიძლია. როცა ამ პიაცაზე ვარ, ყველა მე მიყურებს. კაცები მიყურებენ, ქალები მიყურებენ, ბავშვებიც კი სკოლიდან მიყურებენ. მართლა მრცხვენია", და აი სწორედ მაშინ უთხრა მას მამამ ის სიტყვები, რომელიც პატარა გოგონას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა. "შეეგუე შვილო! მთელი ცხოვრება ასე იქნება, თვალს არ მოგაშორებენ, ძლიერი უნდა იყო." "და იცით, " - ამაყად ამბობდა შემდეგ პასკუალე ბელუჩი - იმ მომენტიდან ის თითქოს გაცოცხლდა და ძლიერი გახდა!".


image


მამამ მონიკას აუხსნა, რომ ის უჩვეულოდ ლამაზი იყო, მაგრამ ამით მას არც არ უნდა ეამაყა და არც უნდა შეშინებოდა. მას თავისი სილამაზე მშვიდად უნდა მიეღო, რადგან პასკუალეს თქმით, დედამიწაზე ყველა ადამიანი სილამაზეს ეძებს, რაც მათ ცხოვრების გაგრძელებაში ეხმარებათ. ამის შემდეგ გოგონა თავის გარეგნობას ღმერთისგან ბოძებულ საჩუქრად ეპყრობოდა და არასდროს უცდია მისი გამოყენება რაიმეს მისაღებად ან ფულის გამომუშავებისთვის, როგორც ამას სხვა ლამაზმანები აკეთებენ. ბელუჩის ნამდვილი სილამაზე მის სულშია, მის თვალებში - სიმშვიდე, ჰარმონია და ღირსებაა.


image


"სილამაზე - ღმერთის საჩუქარია, მნიშვნელოვანია მისი სწორად განკარგვა. ბევრი ჩემი მეგობარი მამაკაცის კმაყოფაზე ცხოვრებას დათანხმდა, მაგრამ ჩემთვის ეს შესაძლო სცენარებიდან ყველაზე უარესი იქნებოდა. ჩემთვის მთავარი ღირებულება - თავისუფლებაა".


image


"სილამაზე "ფერარის" ჰგავს, ისწავლეთ მისი მართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მთელი ცხოვრება უმოქმედოდ ავტოფარეხში დარჩება, " - ამბობს მონიკა ბელუჩი, რომელმაც საკუთარი გარეგნობის ფასი ისე იცის, როგორ არავინ სხვამ.


image


და ამ ყოველივეს შესანარჩუნებლად იტალიური კინოს მშვენება არც პლასტიკურ ოპერაციებს, არც გამაახალგაზრდავებელ ინექციებსა და არც სხვა რაიმე სილამაზის ხრიკებს მიმართავს. მონიკა არასდროს ყოფილა დიეტაზე, ის აღმერთებს იტალიურ პასტას და პიცას. "მე მიყვარს ძველი შავ-თეთრი ფილმები. იქ მსახიობებს ბუნებრივი სილამაზე აქვთ. მე ჯინა ლოლობრიჯიდასა და სოფი ლორენის ფილმებზე გავიზარდე. ნაოჭები პლასტიკურ ოპერაციებს ნამდვილად მირჩევნია".


image


თქვენ მას გამხდარს ვერ უწოდებთ, თუმცა ის საკუთარ წონას სტაბილურად ინარჩუნებს, იმიტომ რომ მას უყვარს საკუთარი პროფესია, დაკავებულია საყვარელი საქმით, თუმცა არც დასვენებაზე ამბობს უარს. "მე არასდროს მქონია მოდელის სხეული. მე მაღალი ვარ, მაგრამ არა საკმარისად მაღალი, და ყოველთვის ფუმფულა ვიყავი, თუმცა არასდროს მქონია წონის დაკლების სურვილი. დიეტებს დიდად არ ვიცავ: მივირთმევ ყველაფერს, თუმცა რა თქმა უნდა, უპირატესობას იტალიურ კერძებს ვანიჭებ, უფრო პასტას და ყველს".


image


ბელუჩიმ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გადაწყვიტა თავისუფლად ეცხოვრა და თავი არაფერში შეეზღუდა. ის დილაობით არასდროს დარბის და არც სპორტდარბაზებს სტუმრობს, ფიზიკური აქტივობა მას გადასაღებ მოედანზე ისედაც ჰყოფნის. "ჩემი გრაფიკის პარალელუარად რეგულარული ვარჯიში წარმოუდგენელია. ადგე დილის 5 საათზე, წახვიდე სპორტდარბაზში და დილის 6 საათზე უკვე გადასაღებ მოედანზე იყო? ეს შეუძლებელია! ასე რომ, სპორტდარბაზში ბილიკზე სირბილის ნაცვლად, მირჩევნია უბრალოდ შავი კაბა ჩავიცვა". (იღიმის).


image


"ჩემთვის მნიშვნელოვანია ვაკეთო ის, რაც სწორად მიმაჩნია, მაგრამ ამისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებაა საჭირო. ჩემი აზრით, სისულელეა როცა ხარ ახალგაზრდა და ლამაზი, იყო "ფულის ტომრის" კმაყოფაზე. სილამაზე უნდა გვეხმარებოდეს ამ გიჟურ სამყაროში ჰარმონიის, სიყვარულისა და ცხოვრების აზრის პოვნაში".


image


"ხალხმა შეიძლება აპატიოს ადამიანს ჭკუა, ნიჭიც კი, მაგრამ სილამაზე - არასოდეს" - აცხადებს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონი და ყველასთვის ასე საყვარელი, შეუდარებელი "მალენა".



image




0
819
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
819