x
7 ძალიან საინტერესო ფაქტი ლეონარდო და ვინჩზე
7 ძალიან საინტერესო ფაქტი ლეონარდო და ვინჩზე


1. ლეონარდოს არ ჰქონდა გვარი


“და ვინჩი” სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “ვინჩიდან”. ვინჩი ლეონარდოს მშობლიური ქალაქია. მისი გვარი დღემდე უცნობია.


2. ის იყო უკანონო შვილი



ლეონარდოს მამის ვინაობა უცნობია. დედამისი კატერინა მშობიარობის შემდეგ ხელოსანზე დაქორწინდა, რომელმაც და ვინჩის მამობა გაუწია. მას 12 გერი და-ძმა ჰყავდა.


3. მას არ ჰქონდა ფორმალური განათლება


რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, იტალიელ გენიოსს აკადემიური ცოდნა არ გააჩნდა. ლეონარდომ ბავშვობაში ისწავლა წერა, კითხვა და არითმეტიკა. მათემატიკის სიღრმისეულად შესწავლა და ვინჩიმ 30 წლის ასაკიდან დაიწყო.


4. ლეონარდო არც თუ ისე ბევრს ხატავდა


მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო და ვინჩის პირველ რიგში, როგორც მხატვარს ისე იცნობს, გენიოსი ძირითად დროს გამომგონებლობასა და ინჟინერიას უთმობდა. ჩვენამდე მხოლოდ მისმა ჩვიდმეტმა ნამუშევარმა მოაღწია.


5.15 წლის ასაკში გახდა შეგირდი


მამობილის რეპუტაციის დამსახურებით, 15 წლის ლეონარდო იმ პერიოდის ცნობილ არტისტს, ანდრეა დელ ვეროკიოს შეგირდად დაუდგა. ხატვასა და ძერწვასთან ერთად, სწორედ ამ პერიოდში შეისწავლა ლეონარდომ ქიმია, ხაზვა და მეტალურგია. პარალელურად, ანტონიო პოლაიოლოს სახელოსნოშიც მუშაობდა, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა.


6. ის გატაცებული იყო ადამიანის სხეულის შესწავლით


და ვინჩი დიდ დროს უთმობდა ადამინის სხეულის შესწავლას. მან სხვადასხვა დროს მილანში, რომსა და ფლორენციაში 30-ზე მეტი გაკვეთა ჩაატარა. მის ნამუშევრებში გვხვდება გულის, კუჭ-ნაწლავისა და ფილტვების ჩანახატები, რომლებმაც თანამედროვე სამედიცინო ილუსტრაციებს ჩაუყარეს საფუძველი.


7. ბილ გეითსი მისი წიგნაკის მფლობელია


როგორც ყველა მეცნიერს, და ვინჩის საკუთარი დაკვირვებები ქაღალდზე გადაჰქონდა. ჩანაწერებით სავსე წიგნაკები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში ინახება. ერთ-ერთი ასეთი წიგნაკი ბილ გეითსმა 1994 წელს, 30, 8 მილიონ დოლარად შეიძინა.

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0