x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ცნობილი ლამაზმანები, რომლებმაც კარიერა ზრდასრულთა ფილმებში მონაწილეობით დაიწყეს

image


მსახიობები, რომლებმაც მეინსტრიმულ-კინოში გადანაცვლებამდე თავიანთი კარიერა ზრდასრულთა ფილმებით დაიწყეს, მრავალი გამოწვევისა და წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდნენ. დღეს, სწორედ იმ ოთხი მსახიობის შესახებ ვისაუბრებთ, ვინც კარიერა საეჭვო ფილმებში თამაშით დაიწყო.




კამერონ დიასი


image


კამერონ დიასმა კარიერა მოდელობით დაიწყო, მოგვიანებით კი ბედი დიდ კინოშიც სცადა. მსახიობისთვის რეჟისორ ჩაკ რასელის 1994 წელს გადაღებული ფილმი "ნიღაბი, რომელშიც მას პარტნიორობას ჯიმ კერი უწევდა ერთგვარ გარღვევადაც კი იქცა, თუმცა მანამდე 2 წლით ადრე კამერონმა მონაწილეობა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაში მიიღო, მალევე მსახიობმა ეროტიკული ხასიათის ფილმის შემქმნელის წინააღმდეგ სასამრთლოში სარჩელი შეიტანა, რომელსაც მასალის გავრცელება აეკრძალა.


image


წარმატების მიუხედავად, დიასი თავისი სამსახიობო წარსულისა და ნარკოტიკების მოხმარებას გამო კრიტიკის ობიექტი დიდი ხნის განმავლობაში იყო.






სიბელ კეკილი


image


თურქული წარმოშობის გერმანელმა მსახიობმა სიბელ კეკილიმ ფილმში "სახით კედლისკენ" შესრულებული როლისთვის საერთაშორისო აღიარება და კინოკრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა გოგონას არც ისეთი "სუფთა" წარსულიც არავის დავიწყებია, რისთვისაც ის კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოექცა, მეტიც, ზოგმა მსახიობი "ინდუსტრიის" შელამაზებაშიც კი დაადანაშაულა.


image


ფილმ "სახით კედლისკენის" გამოსვლიდან მალევე, გერმანულმა ტაბლოიდურმა გაზეთმა "Bild-Zeitung"-მა კეკილის ადრინდელი პორნოგრაფიული ნამუშევრები გამოაქვეყნა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მისმა მშობლებმა კი გოგონასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეს. სიბელ კეკილიმ 2004 წელს ზემოხსენებულ ფილმში შესრულებული როლისთვის სპეციალური პრიზიც დაიმსახურა, მსახიობმა სატელევიზიო ეთერით გამოსვლისას ცრემლმორეულმა ისაუბრა მედია-საშუალებების მიერ გამოქვეყნებული მასალების შესახებ. მოგვიანებით გერმანიის პრესის საბჭომ (Deutscher Presserat) "Bild-Zeitung"-ს აღნიშნული ამბის გაშუქებისთვის საყვედურიც კი გამოუცხადა.




სანდრა ბალოკი


image


სანდრა ბალოკმა, სანამ ის ფილმ "დამანგრეველით" მეინსტრიმულ - კინოში გადაინაცვლებდა თავისი სამსახიობო კარიერა თეატრში თამაშითა და სატელევიზიო სერიებში მონაწილეობით დაიწყო, შესრულებულმა როლებმა ფილმებში "სიჩქარე" და "მის კონგენიალურობა" ბალოკი დიდების მწვერვალზე აიყვანა, თუმცა კრიტიკის ობიექტი პირადი და პროფესიული წარუმატებლობების გამოც არაერთხელ გამხდარა.





დემი მურის ადრეული კარიერა


image


დემი მურის ადრეული კარიერა მოდელობის გარდა, სატელევიზიო და მხატვრულ ფილმებში თამაშსაც მოიცავდა, სწორედ მისი ადრეული ნამუშევრებიდან არის ცნობილი ისეთი ფილმები, როგორიცაა "წმინდა ელმოს ცეცხლი" და "მოჩვენება", თუმცა წარმატების მიუხედავად მის მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენებამ და ბრიუს უილისთან განქორწინებამ, ისევე როგორც 2000-იან წლებში კარიერულმა რყევებმა მისი, როგორც მსახიობის მიღწევები საგრძნობლად დაჩრდილა.












0
984
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
984