x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
რატომ არასდროს იცვამენ ბოშა ქალები შარვლებს და რატომ ეკრძალებათ მათ მისი ჩაცმა

image


ყურადღებიანი მოქალაქეების ნაწილი ქუჩებში ბოშების დანახვისას მათ გარეგნობაში ერთ საინტერესო დეტალს აუცილებლად შეამჩნევდა - ნებისმიერი ასაკის ბოშა ქალს შარვალი არასდროს აცვია.


image


როგორც მოხუცები, ასევე ახალგაზრდები ყოველთვის ატარებენ მხოლოდ ძალიან გრძელ ქვედაბოლოებს - ნებისმიერ ამინდში, ყინვასა თუ სიცხეში. პატარა ბოშა გოგონების შარვალში ან შორტებში ნახვაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? და რატომ აქვთ ბოშებს ასეთი გრძელი ქვედაბოლოების ტარების კულტი?


image


მიზეზი ძალიან მარტივია და ის ძველ ბოშურ ტრადიციებში მდგომარეობს, რომელსაც თანამედროვე ბოშები დღემდე მტკიცედ იცავენ. როგორც ირკვევა გათხოვებამდე ბოშა ქალებს შარვლის ტარება არ ეკრძალებათ, შესაბამისად ზოგიერთი ახალგაზრდა და თანამედროვე ბოშა გოგონა მასზე უარს არ ამბობს.


image


გათხოვილ ბოშებს კი ნებისმიერ ასაკში შარვლის და სხვა მსგავსი "მამაკაცური" სამოსის ტარება მკაცრად ეკრძალებათ. უპირველეს ყოვლისა, ამის გაკეთებას მათ მეუღლე უკრძალავს, რომელსაც ოჯახში ნებისმიერი ბოშა ქალი ემორჩილება (მაშინაც კი თუ მას ქმარი გულზე დიდად არ ეხატება).


image


ბოშათა ოჯახებში დღემდე მკაცრი იერარქია სუფევს, სადაც მთავარ ადგილს კვლავ ქმარი ინარჩუნებს, მაგრამ თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ რომ ბოშა გოგონების 90% ძალიან ადრე თხოვდება (13-14 წლის ასაკში), ძალიან ცოტა თუ ასწრებს ცხოვრებაში შარვლის ერთხელ მაინც მორგებას. ქორწილის შემდეგ კი ბოშას შარვლის ტარება უკვე აღარ შეუძლია, ვინაიდან მისი ჩაცმა მეუღლისა და გვარის უპატივცემულობად ითვლება.


image


ხოლო რაც შეეხება მოკლე ქვედაბოლოებს, მათი ტარებაც ბოშა ქალებს ნებისმიერ ასაკში კატეგორიულად ეკრძალებათ. ნებისმიერი ბოშასთვის შიშველი ფეხის ნაწილის გამოჩენაც კი არა მხოლოდ მათი პირადი სირცხვილია, არამედ გარშემომყოფების საშინელი შეურაცხყოფაც არის. ბოშებს მიაჩნიათ, რომ ქალებში ყველაფერი რაც კი წელს ქვემოთაა "სიბინძურეა", მათი აზრით, ქალების ეს ზონები სხეულის სამარცხვინო და მანკიერი ნაწილებია, რომელთა გარშემომყოფებისთვის ჩვენებაც კი კატეგორიულად იკრძალება.


image


სწორედ ამ მიზეზით, ბოშათა წარმომადგენელთა ქვედაბოლოების სიგრძეც მკაცრად ფეხის თითებამდე აღწევს - ფეხის მოშიშვლება სანტიმეტრითაც კი არ შეიძლება. იგივე ეხება მოტკეცილ შარვალსაც - ვიწრო შარვალში გამოწყობილი ქალი ან გოგონა ბოშათა გარემოში ვულგარულად ითვლება. ბევრ ბოშას საკუთარი თავი შარვალში ვერც კი წარმოუდგენია - მათთვის ეს სრულიად უცხო სამოსია, ისევე როგორც მამაკაცებისთვის ქალის ქუსლიანი ფეხსაცმელი.


image


სხვათა შორის, ყველა ბოშა, როგორც ეს შეცდომით არის მიჩნეული, მრავალფენიან ქვედაბოლებს არ ატარებს. ძველად, ღარიბი ბოშათა ოჯახებიდან ქალები ერთდროულად რამდენიმე ქვედაკაბას მართლაც იცვამდნენ, თუმცა ახლა უკვე ამის საჭიროება აღარ არსებობს.













0
981
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
981