პოლიტიკა ლენინის გარდა, კიდევ ვისი ნეშტები ინახება მავზოლეუმებში? 2023, 22 აპრილი, 14:47 დღეს, პროლეტარიატის ბელადის ვლადიმერ ულიანოვის, იგივე ლენინის დაბადების დღეზე, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, მის გარდა კიდევ ვის სახელზე გახსნილი მავზოლეუმები? ლენინის მავზოლეუმი 1930 წელს აიგო, მისი სიკვდილიდან 6 წლის შემდეგ, თუმცა სპეციალური ლაბორატორია 1924 წელს გაკეთდა, სადაც ლენინის გარდა სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი პოლიტიკოსების გვამების ბალზამირება მოხდა. მავზოლეუმში ლენინის გარდა 1953-1961 წლებში სტალინის სარკოფაგიც ინახებოდა, სანამ ხრუშჩოვის მრძანებით არ გამოიტანეს და დამარხეს კიდევ ვისი მავზოლეუმები ვიცით? ესპანეთში 1975 წელს გარდაცვლილი ფრანცისკო ფრანკოს ნეშტი 2019 წლამდე ინახებოდა Valle de los Caídos-ის მავზოლეუმში. ![]() კუმსუსანის მზის სასახლე - კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ირის საფლავი ფხენიანში. მავზოლეუმის მოპირდაპირედ არის რევოლუციური მემორიალური სასაფლაო, სადაც კიმ ჩენ სუკი, კიმ ილ სენის მეუღლეა დაკრძალული. ![]() ანიტქაბირი- თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი. კომპლექსში შედის არა მხოლოდ მავზოლეუმი, არამედ პარკი მუზეუმით. ათათურქის მავზოლეუმს რეგულარულად სტუმრობენ ოფიციალური პირები. ![]() მაო ძედუნის მავზოლეუმი პეკინში, ტიანანმენის მოედანზე. მემორიალური კომპლექსი მოიცავს 57 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს. ![]() სოციალისტურ ვიეტნამშიც იხარა ამ იდეამ.. ჩრდილოეთ ვიეტნამის პირველი პრეზიდენტის ხო ში მინის მავზოლეუმი ჰანოიში ბადინის მოედანზე, სადაც 1945 წლის 2 სექტემბერს ხოში მინმა გამოაცხადა ვიეტნამის საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა.. ![]() 1258 3-ს მოსწონს
|