x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რუსმა დეპუტატმა ბაქოს დაბომბვა მოითხოვა - როგორი იყო კრემლის რეაქცია?
image

რუსეთი დუმის დეპუტატმა მიხეილ დელიაგინმა გადაცემა "60 წუთის" ეთერში მოითხოვა "ბაქოს დასჯას" იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა გაამწვავა ვითარება მთიან ყარაბაღში. მან აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო ნავთობის საბადოების დაბომბვა.


ამას მალევე მოყვა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანის დიმიტრი პესკოვის პასუხი. იგი თხოვს დეპუტატს გააკონტროლოს ემოციები.


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის მიხეილ დელიაგინის მოწოდებაზე „დაისაჯოს ბაქო“, რომელიც ტელეკომპანია „როსიას“ ეთერში გააკეთა.



კრემლის სპიკერის ციტატას ავრცელებს სააგენტო ТАСС. პესკოვმა დელიაგინს სთხოვა ემოციების კონტროლი და აზერბაიჯანის მიმართ არამეგობრული განცხადებებისგან თავის შეკავება.


”ეს განცხადება მდგომარეობს პიროვნული ემოციების სიბრტყეში, რომელიც ურტყამს საზღვრებს”, - თქვა პესკოვმა.


მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპუტატის სიტყვები არანაირად არ შეესაბამება კრემლის პოლიტიკას და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი პარტნიორი სახელმწიფოების კატეგორიას მიეკუთვნება.



შეგახსენებთ, გუშინ გავრცლედა ცნობა, რომ ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა. აზერბაიჯანის მხრიდან უპილოტო თვითმფრინავებმა ოთხი დარტყმა მიაყენეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის ქვედანაყოფებს. ამასთან, რუსეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარეს ჯარების გაყვანის შესახებ მოწოდება გაეგზავნა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 მარტს სროლა მოხდა, რის შედეგადაც სამი ყარაბაღელი და ხუთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მალევე უპასუხა ბრალდებას სადაც ნათქვამია, რომ „სოფელ ფერუჰსა და მის ირგვლივ მდებარე გორებზე რაიმე პოზიციური ცვლილება არ მომხდარა, აზერბაიჯანის არმიას ამ ადგილებიდან უკან არ დაუხევია და რომ ეს ადგილები აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენს“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უსაფუძვლოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცება, თითქოს აზერბაიჯანის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და მის სამხედროებს შორის დაჭრილებიც იმყოფებოდნენ. “რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა ტერმინი “მთიანი ყარაბაღი, მაგრამ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობს ადმინისტრაციული რეგიონი სახელწოდებით “მთიანი ყარაბაღი“. აქედან გამომდინარე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ გამოთქმის გამოყენება, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობაა“, ხაზგასმულია ბაქოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში შევიდა რუსული ჯარების მიერ კონტროლირებად და მათი პასუხისმგებლობის ზონაში რა, იქ შექმნა სადამკვირვებლო პუნქტები, ხოლო ამის პარალელურად კი ცეცხლი გაუხსნა ყარაბაღში სომხურ სამხედრო ფორმირებებს. გუშინდელ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმია რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ გავიდა ხსენებული ზონიდან.

1
2019
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2019
  
2022, 29 მარტი, 19:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1