სხვა
წარმოუდგენელი ფაქტები, რომლებიც ერთი შეხედვით არარეალურად მოგეჩვენებათ, თუმცა სრული სიმართლეა
2023, 21 აპრილი, 21:19
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ გასაოცარი ფაქტების მორიგ კრებულს, რომელიც დაგიმტკიცებთ რომ ცხოვრება დედამიწაზე სრულიად გასაოცარი და წარმოუდგენელია.
კარებში გამავალი მატარებელი
ჩინეთის 49 მილიონიან ქალაქ ჩონცინგში მეტროს ვაგონები პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსში გადის. მონორელსული რკინიგზა სივრცის დაზოგვისა და შენობის დანგრევის თავიდან ასაცილებლად პირდაპირ 19 სართულიან კორპუსში გაიყვანეს. ქალაქი მჭიდროდ არის დასახლებული და შეზღუდული სივრცე აქვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის. შენობაში მონორელსული რკინიგზის გაყვანა იყო კრეატიულ გადაწყვეტილება, რაც ადგილის დაზოგვისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით გაკეთდა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ ადგილას საცხოვრებლის ღირებულება ქალაქის ნებისმიერ სხვა რაიონთან შედარებით გაცილებით მაღალია, ვინაიდან ის ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, მეტიც მაცხოვრებლებს ასეთ უჩვეულო ადგილას ცხოვრება არანაიარ დისკომფორტს არ უქმნის. მატარებლების ხმაური სპეციალური აღჭურვილობით იხშობა.
თევზოფონი - ტაქსოფონი
იაპონიაში სტუდენტებს გაუჩნდათ იდეა, რომ მოძველებული სატელეფონო ჯიხურები ოქროს თევზებით სავსე აკვარიუმად ექციათ. ეს იყო "NTT"-ის (იაპონიის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია) მარკეტინგული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა თავისი ტაქსოფონების სატელეფონო სერვისების პოპულარიზაციას, ჯიხურების მიმზიდველობისა და გამვლელთა ყურადღების მიქცევის მიზნით. კომპანია აკვარიუმის მწარმოებელთან უნიკალური დიზაინის შესაქმნელად გაერთიანდა.
და საზამთრო რომ არ გაქვთ რეალური?
ყველა ნათლად ვხედავთ ფოტოზე პატარა ზომის საზამთროს. მართალია, გარეგნულად ის მადისაღმძვრელად კი გამოიყურება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა გემოთიც ის ასეთივე სასიამოვნო იყოს. მიზეზი კი ის გახლავთ რომ ეს არომატული და უგემრიელესი ხილი რეალურად არა მართლა საზამთრო, არამედ პეპლის "Eloasa symphonistis"-ის მუხლუხოა.
არაუმეტეს სანტიმეტრის სიგრძის მოუმწიფებელ საზამთროს გარსში შენიღბული მუხლუხო ძალიან კონკრეტულ მიზანს ემსახურება, კერძოდ განდევნოს დამშეული ფრინველები და იმ მომენტამდე მიაღწიოს, სანამ ფუმფულა პეპლად არ გარდაიქმნება.
მერხი - საწოლები სკოლის მოსწავლეებისთვის
ჩინეთში არსებობს სკოლები, სადაც საწოლები პირდაპირ მერხებშია ჩაშენებული, რათა ბავშვებმა დღის განმავლობაში დაძინება შეძლონ. ამ მაგიდებს "საძილე მაგიდები" ეწოდება და დაწყებითი სკოლის მოსწავლეების კონცენტრაციისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით არის შექმნილი, ბავშებს თვალის მოტყუების საშესაძლებლობა 20 წუთის განმავლობაში აქვთ. შუადღის ძილი - ჩინეთში ჩვეულებრივი პრაქტიკაა, სძინავთ არა მხოლოდ ბავშვებს სკოლებში, არამედ უფროსებსაც ოფისებსა და სხვა სამუშაო ადგილებზე, ოღონდ არა 20 წუთით, არამედ მთელი ერთი საათით.