ინდონეზიამ ოფიციალურად აკრძალა უცხოელი ტურისტების დასაქმება ინდონეზიაში - დროა ჩვენც მივიღოთ ანალოგიური კანონი
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ ათეულ ათასობით რუსი ოჯახი აიძულა დაეტოვებინა რუსეთი, ფულიან ხალხს განსაკუთრებით არ ხიბლავს ხოლმე ომში წასვლა ან ომში შვილის გაშვება (საქართველოშიც ასეა, თავდაცვის მინისტრიც კი არაა ჯარში ნამსახურები).
აქედან გამომდინარე რუსების დიდი ნაწილი მონღოლთა ურდოსავით მოაწყდა საქართველოს, გახსნა აქ კომპანიები, ყიდულობენ მიწებს, უძრავ თუ მოძრავ ქონებას და აკეთებენ ბიზნესს.
საქართველოს გარდა საუდის არაბეთს და ინდონეზიას მიადგა რუსების უზარმაზარი რაოდენობა, რამაც ინდონეზიის ხელისუფლება აიძულა მიეღო კანონი, რომელიც უცხოელ ტურისტს დასაქმებას უკრძალავს, კანონის დამრღვევი დეპორტაციას და ქონების ჩამორთმევას ექვემდებარება.
ჩვენც ვალდებული ვართ ანალოგიური კანონი მივიღოთ, თორემ რუსსები ისეთი ტემპით ყიდულობენ ქონებას საქართველოში და აფუძნებენ კომპანიებს, რაც ცუდად დგხვდება წინ მომავალში მით უფრო მას შემდეგ რაც რუსების გარკვეულმა ნაწილმა თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას "დაიცვას" ისინი ქართველების "ძალმომრეობისგან".