x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რუსული საიტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბახმუტის (არტიომოვსკი) აღებაზე დეზინფორმაციაა

image
ბახმუტი რუსეთ-უკრაინის საბრძოლო თეატრში გახდა მეორე მარიუპოლი, იმ განსხვავებით რომ, უკრაინელებს თუ არანაირი შანსი არ ჰქონდათ მარიუპოლის დამცველებისთვის მიეწოდებინათ საბრძოლო მასალა, ტექნიკა და გამოეყვანათ დაჭრილები (თუმცა მოხდა ორი შემთხვევა როცა დაჭრილები გამოიყვანეს ვერტმფრენებით, სტატიის ავტორის მამა, უკრაინული საზღვაო ქვეითების ბრიგადის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც გამოიყვანეს მარიუპოლიდან მძიმედ დაჭრილი).

თვეებია გრძელდება ბახმუტის შტურმი რუსეთის მხრიდან, ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს პუტინის მარჯვენა ხელის, ყოფილი კრიმინალის, ამჟამად კი რუსეთის გმირის, ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაჯგუფება, რომელსაც დაჯგუფებას ვერ ვუწოდებთ, რადგან "ვაგნერელთა" რაოდენობა 32 000 მებრძოლს აღემატება მთლიანობაში.
პროცენტულად ყველაზე დიდი დანაკლისი "ტვირთი 200" და "ტვირთი300"-ის სახით სწორედ ამ დაჯგუფების მოიერიშე რაზმებმა განიცადეს.

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს ბახმუტთან დაკავშირებით, რუსულმა საიტებმა გაავრცელა ინფორმაცია ბახმუტის აღების თაობაზე და რამდენიმე ქართულმა რესურსმაც გაავრცელა ეს ინფორმაცია, რაც დეზინფორმაციაა. "ვაგნერის" მოიერიშე რაზმებმა შესძლეს ავიაციის და არტილერიის ინტენსიური ცეცხლით მხარდაჭერით დაეკავებინათ ბახმუტის 2/3 ნაწილი, მაგრამ ვერ შესძლეს რკინიგზის საკვანძო ნაწილის აღება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს მის აღებაზე. ასევე გაფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ელევატორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელევატორი ასევე წარმოადგენს ქალაქში სტრატეგიულ ადგილს, საიდანაც პრაქტიკულად მთალი ქალაქი ჩანს. მართალია "ვაგნერის" მოიერიშე რაზმებს აქვთ მცირე წარმატებები და მათ მოახერხეს ქალაქის საკმაოდ ღრმად შეღწევა, მაგრამ ერთია შეღქწევა და მეორეა კონტროლი როცა თითოეული სახლის ნარჩენების გაწმენდასაც კი უზარმაზარი მსხვერპლი მოსდევს, იქნება ეს დანაღმვის გამო თუ ნანგრევებში ჩამალული უკრაინელი სნაიპერები, რომლებიც აუცილებლად "ინადირებენ" მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანებით აგრესორებზე დღისითაც და ღამითაც.
რუსებმა ვერ შესძლეს მარყუჟის შეკვრა ბახმუტის ირგვლივ, მეტიც უკრაინელების მედგარმა კონტრშეტევებმა მათ საშუალება მისცა არ მიეცა რუსებისთვის საშუალება, ქალაქის დამცველებისთვის მოეჭრათ ლოჯისტიკისათვის აუცილებელი გზები.

რუსებმა სცადეს ბოგდანოვკის აღება შტურმით მძიმე ტექნიკის დახმარებით, მაგრამ მას შემდეგ რაც მძიმე დანაკლისი განიცადეს მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის მხრივ, უკან დაიხიეს და ამ წუთებში ბოგდანოვკის გარეუბნებში მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები.

ქალაქს იცავს 93-ე ბრიგადა, რომელსაც ეხმარებიან საზღვაო ქვეითები, "ქართული ლეგიონი", ქართველი პარტიზანები", ჩეჩნური ბატალიონი და ასევე ტერიტორიული თავდაცვის ძალები.
ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქში, უკრაინულმა საინჟინრო დანაყოფებმა შესძლეს დაენაღმათ რუსების შტურმის მიმართულებებზე ეშელონისებურად ქალაქის შესასვლელებიც და შენობების ის ნაწილიც, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა ქალაქში, ნაღმურმა ველმა და დანაღმული შენობების აფეთქებამ უზარმაზარი ზარალი მიაყენა აგრესორის მოიერიშე რაზმებს.

ამ მომენტისათვის ბახმუტში ძლიერი წვიმაა, რის გამოც ორივე მხარის არტილერია პრაქტიკულად არ მუშაობს, რადგან დრონები ვერ მუშაობენ და ვერ ხერხდება ცეცხლის კორექტირება, ვინაიდან ბრძოლები კონტაქტურია არტილერიის გამოყენებამ შეიძლება "მეგობრული ცეცხლის" როლი შეასრულოს.

უკრაინელებს გააჩნიათ საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მარაგები, გარდა ამისა არაა დახურული ის სტრატეგიული გზები რომლითაც გადაადგილდება დამხმარე ძალები ბახმუტის მიმართულებაზე.
პრიგოჟინსს მოგეხსენებათ დიდი დაპირისპირება აქვს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, სწორდ თავის წარმოჩენის მიზნით აწყვეტს ციხეებიდან და კოლონიებიდან გამოყვანილ ხალხს ბახმუტის იერიშებს. თუ პრიგოჟინმა შესძლო და ბახმუტი აიღო, ამით ნამდვილად ასიამოვნებს რუსეთის დიქტატორს, თავდაცვის სამინისტროში კი გენერლების "თავები გაგორდება" ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით.
რუსებმა ბახმუტის ასაღებად საბრძოლო მოზმედებებში ჩართეს რუსული ტანკის Т90-ის ყველაზე ღრმადმოდერნიზებული ვერსია "T-90M PRORYV", თუმცა მოგეხსენებათ ტანკი ქვეითების მხარდაჭერის გარეშე რკინის კოლოფია, რომელიც ქალაქის ბრძოლებში ქვეითთა საბრძოლო მანქანასთან და ჯავშანტრანსპორტიორთან შედარებით მაინც შეზღუდულია და შესაბამისად უკრაინელებმა "ჯაველინებით" ააფეთქეს რამდენიმე მათგანი.
თავად მაქვს ნანახი და გადაღებული ლისიჩანსკში აფეთქებული რუსული "T-90M PRORYV"-ი, ასევე რუსების მიერ მიტოვებული ანალოგიური ტანკიც, რომელზე გადაღებული ვიდეოც კარგა ხნის წინ შევთავაზე მკითხველს.

და მაინც რა მოხდება რუსებმა რომ შესძლონ და აიღონ ბახმუტი?-პრინციპში ამით არაფერი არ შეიცვლება, დასამალი არაა უკრაინის გენშტაბი უცხოელი მრჩევლების დახმარებით გრანდიოზულ კონტრშეტევას რომ ამზადებს (ჭორის დონეზე კი ვრცელდება ინფორმაცია მიმართულებაზე, მაგრამ მე თავს შევიკავებ ამ თემაზე საუბრისგან).

აფეთქებული რუსული ტანკი "T-90M PRORYV"-ი.
image
დაზუსტებული ინფორმაციით რუსებმა უკვე დაკარგეს 15 ერთეული "უანალოგო" "T-90M PRORYV"-ი.

განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული ტანკების დიდი ნაწილი ააფეთქეს არა უშუალოდ ბრძოლის ველზე, არამედ კონტრბატარეული ბრძოლის ფარგლებში, რადგან რუსები აღნიშნულ ტანკს ხშირად არტილერიის სახით იყენებენ, უკრაინისათვის გადაცემულ დასავლულ კონტრბატარეული სისტემებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს წამებში დაადგინოს ტანკის გასროლის ლოკაცია, კონტრბატარეული ცეცხლით კი ხდება მათი განადგურება.



0
99
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
99