x
4 საინტერესო ფაქტი მუმიებზე
https://www.britishmuseum.org/collection/galleries/egyptian-death-and-afterlife-mummies


1. მუმიებს ძველ ეგვიპტეში ამზადებდნენ. ის წარმოადგენს მიცვალებული ადამიანის (ზოგ შემთხვევაში ცხოველის) სპეციალურ საფენებში გახვეულ სხეულს გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ.ეგვიპტური ლეგენდის თანახმად პირველი მუმია ეგვიპტელმა ქალღმერთმა- ისისმა დაამზადა.
სანამ ამ ლეგენდას მოგითხრობთ, მინდა გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ მასში “მონაწილე” პერსონაჟებზე. (ყველა ეს პერსონაჟი ეგვიპტელთა ღმერთები არიან)


2. მუმიფიკაცია ოთხ საფეხურად იყოფა:


1) ორგანოების ამოღება
პირველად მიცვალებულის ორგანოებს და ტვინს იღებდნენ სხეულიდან. ტვინს აგდებდნენ, დანარჩენ ორგანოებს კი კანობებში ცალ-ცალკე ინახავდნენ.



2) გამოშრობა
შემდეგ გვამს ფარავდნენ სპეციალური მარილი “ნიტრონით” და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გამოსაშრობად ტოვებდნენ, რათა შემდგომში არ გახრწნილიყო.


3) შეხვევა
მესამე ეტაპი მოიცავდა გვამის ათასობით იარდის (დაახლოებით 0.9144 მეტრი) სიგრძის დოლაბანდით შეხვევას. შეხვევა სხეულს იცავდა. სახვევებში სამკაულებსა თუ ჯადოსნურ ამულეტებს ატანდნენ.


4) დაკრძალვა
ბოლოს მუმიას დიდ ნაჭერში ახვევდნენ და ხშირად მკვდართა წიგნის პაპირუსს ატანდნენ, რათა გარდაცვლილის სხეულს გაცოცხლება, ხოლო სამშვინელს, ანუ “ბა”-ს, მოძრაობა გაადვილებოდა.


3. თავდაპირველად მუმიებს არ აბალზამირებდნენ. სიკვდილის შემდეგ ადამიანს უდაბნოს ცხელ, მშრალ ქვიშაში მარხავდნენ, რომელიც სხეულს საკმაოდ კარგად ინახავდა. საზოგადოების განვითარებასთან ერთად მდიდრებს სამარხებში კრძალავდნენ, სადაც ქვიშა არ იყო, ამიტომ სხეულის დაბალზამირების ხერხები კარგად განვითარდა.


4. სამარხში მუმიას წამოაყენებდნენ და ქურუმი “ანის ახსნის” ცერემონიას უტარებდა. ხელ-ფეხზე, თვალებზე, ყურებზე, ცხვირსა და ტუჩებზე შეხებით ქურუმები სხვადასხვა გრძნობას “ათავისუფლებდნენ”, რათა მათ საიქიოშიც ემოქმედათ. შემდეგ კუბოს სამარხში დგამდნენ, იქვე საკვებს, ავეჯსა და სხვა საჭირო ნივთებს უტოვებდნენ და სამარხს ლუქავდნენ. საიქიოში მიმავალ ადამიანსა და მის ბას გრძელი და საშიში გზა ელოდათ. ჯერ ურჩხულების მიერ დაცული ჭიშკრები უნდა გაევლოთ, რათა სამსჯავრომდე მიეღწიათ.
იქ ადამიანს ცოდვათა გრძელი ნუსხა უნდა წარმოეთქვა 42 მსაჯულის წინაშე და დაეფიცა, რომ არც ერთი მათგანი არ ჩაუდენია. ამის მერე ღმერთი ანუბისი მის გულს აიღებდა და სასწორზე დადებდა, რომლის მეორე მხარეს მაატის, ანუ ჭეშმარიტების ბუმბული იყო. აქვე თოთი იდგა განაჩენის დასაწერად.

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0