x
image
არჩილ ვერულიძე
ბრძოლა, რომელმაც ინგლისის ისტორია შეცვალა

image
როდესაც ინგლისის დასაპყრობად ემზადებოდა, ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამმა თავისი სამხედრო ძალების კონცენტრაცია მოახდინა მდინარე დივას შესართავთან, მაგრამ როცა მათთან ერთად ზღვაში გავიდა, საპირისპირო ქარებმა აიძულა მისი ფლოტი დაბრუნებულიყო სანაპიროზე. იძულებული გახდა სენ-ვალერი-ონ-სომში დალოდებოდა ხელსაყრელ ამინდს. ინგლისის მეფე ჰაროლდ გოდვინსონი, თავის მხრივ, აქტიურად ემზადებოდა წინააღმდეგობისთვის: თავის ორ ძმა გურთთან და ლეოფვინთან ერთად აკვირდებოდა ინგლისის სამხრეთ სანაპიროებს; მაგრამ რადგან ნორმანები არ გამოჩნდნენ ამ ნაპირებზე, მისი მეომრების უმეტესობამ, უმოქმედობისგან დაღლილმა, მიატოვა სანაპიროები, რათა მოსავლის აღებისთვის მიეყო ხელი.
image
ამ დროს ინგლისში ნორვეგიელები შეიჭრნენ: მათი მეფე ჰაროლდ გადრადა, რომელიც ორკადის კუნძულების მახლობლად ელოდა ხელსაყრელ მომენტს ინგლისში ჩასასვლელად და ჰაროლდ გოდვინსონის მოღალატე ძმის ტოსტის მითითებებით მოქმედებდა, ჰამბერის ახლოს გადავიდა ნაპირზე. მეფის ორი სიძე ედვინი და მორკერი, დამარცხდნენ 20 სექტემბერს. იორკმა გახსნა კარიბჭე ნორვეგიელების წინაშე და გარდადა იქ მეფედ გამოცხადდა. ამის შესახებ შეიტყო ჰაროლდ გოდვინსონმა შეკრიბა თავისი ჯარები, სასწრაფოდ გაემართა მტერთან შესახვედრად და გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა სტემფორდ ბრიჯთან. ნორვეგიის მეფე და მოღალატე ტოსტი დაიღუპნენ 28 სექტემბერს.
image
იმავე დღეს ნორმანების ფლოტი მიუახლოვდა ინგლისის ნაპირებს, ისარგებლა მისთვის ხელსაყრელი სამხრეთის ქარით; შემდეგ უბრძოლველად გადმოსხდა პევენსიში, 50 ან 60 ათასი ადამიანი. მიუხედავად მიღებული ჭრილობისა ჰაროლდ გოდვინსონი გაემართა ახალ მტერთან შესახვედრად. მისმა ძმამ გურტმა ურჩია, რომ თავიდან აეცილებინა ბრძოლა, ნელ-ნელა უკან დაიხია ლონდოსკენ და გადეწვა ის ადგილები, რომლის გავლითაც გამოემართებოდა მოწინააღმდეგე. მაგრამ ჰაროლდს არ სურდა გაენადგურებინა იმ ხალხის მამულები, რომელთაც ის მეფედ აირჩიეს. ლოდინი მას არანაირ სარგებელს არ მოუტანდა. გრაფმა ედვინ მერსიელმა და მორკერმა ნორთუმბრიიდან, რომლებიც ზრუნავდნენ არა იმდენად ნორმანების შემოსევის მოგერიებაზე, რამდენადაც თავიანთი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, გადაწყვიტეს არ დაეტოვებინათ თავიანთი მამულები. ამ ღალატით გამოწვეული დანაკარგების შესავსებად, ჰაროლდმა საკმაოდ ცუდად აღჭურვილი მეომრები შეკრიბა, რომლებიც მეფის სიკვდილის მიზეზადაც შეგვიძლია მივიჩნიოდ. ის დაბანაკდა სენლაკის გორაზე, ჰასტინგსიდან მცირე მანძილზე. უილიამის მსგავსად, მასაც თან ჰყავდა დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ადამიანი. ინგლისის ბედი დამოკიდებული იყო ერთი ბრძოლის შედეგზე.

image
ნორმანები ბრძოლისთვის მარხვით, ლოცვითა და წმინდა საიდუმლოთა ზიარებით მოემზადნენ; საპირისპიროდ, ანგლო-საქსონები სვამდნენ და ხმამაღლა მღეროდნენ თავიანთ საომარ სიმღერებს. მეორე დღეს, დილით, მათ გამოავლინეს დიდი გამბედაობა, რათა შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა. ჰაროლდმა ისინი საბრძოლო წესით განალაგა, მყარად მდგარი ღობეების მიღმა; ცენტრში იდგნენ მისი მცველები ჰაუსკარლები (housecarls), ჩაფხუტებითა და ჯაჭვის პერანგით დაცულნი, შუბებითა და დანიური ცულებით შეიარაღებული; მარჯვნივ და მარცხნივ იდგნენ ის ცუდად შეიარაღებული ახალწვეულები, რომლებიც გამოგზავნეს სამხრეთის საგრაფოებიდან. ისინი ყველანი ქვეითად მებრძოლი მეომრები იყვნენ, რომლებსაც წარმატების მირწევა მხოლოდ ხელჩართულ ბრძოლაში შეეძლოთ. ნორმანთა არმიის ძირითად ძალას კი მშვილდოსნები და კავალერია შეადგენდა. იქ უნდა გამართულიყო ბრძოლა არა მხოლოდ ორ ხალხს შორის, არამედ ორ სამხედრო ტაქტიკას შორის, ორ განსხვავებულ ცივილიზაციას შორის, ძველ გერმანულ სამხედრო სისტემასა და ახალ რაინდობას შორის.
image
დაპირველად, ადგილობრივი პირობები უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა ანგლო-საქსონებისთვის: ნორმანულმა კავალერიამ დიდი დანაკარგები განიცადა და ვერ გაარღვია ღობეები, რომელთა უკან თავს იცავდნენ ანგლო-საქსონები ცულებით ხელში. მაშინ უილიამმა წინ წაიწია თავისი მშვილდოსნები, რომლებმაც იწყეს ისრების სროლა ზემოდან ქვემოთ და საშინელი ზიანი მიაყენეს ანგლო-საქსონების შემჭიდროვებულ რიგებს. თავად ჰაროლდ გოდვინსონს ისარი თვალში მოხვდა. საბოლოოდ, უილიამმა მოახერხა ინგლისური არმიის ნაწილის შეტყუება სამხედრო ეშმაკობის დახმარებით ისეთ რელიეფზე, რომელიც მათი გამაგრებების მიღმა იყო. მაშინ იგი ეძგერა ინგლისელებს თავისი კავალერით და შეაღწია ცუდად დაცულ სიმაგრეებში.

ჰაროლდი, მისი ორი ძმა და მისი საუკეთესო მეომრები გმირულად იცავდნენ თავს, მაგრამ მათ ვერ გაუძლეს მრავალრიცხოვან მტერს და ყველა დაიღუპა უკანასკნელ კაცამდე. სამეფო დინასტია მყისიერად განადგურდა და ინგლისი გამარჯვებულთა ხელთ აღმოჩნდა (1066 წლის 14 ოქტომბერი). ჰასტინგსის ბრძოლის შედეგებმა (ზოგჯერ მას სენლაკსაც უწოდებენ) დაამტკიცა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მსოფლიო ისტორიაში.




1
375
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
375
  
2023, 20 აპრილი, 23:03
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1