x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:135992
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510278
მამაკაცმა ტვინის გარეშე 44 წელი იცხოვრა და ვერც კი შეამჩნია ეს

შეუძლია თუ არა ადამიანს ტვინის გარეშე იცხოვროს? ამ კითხვაზე ყველა იტყვის არას, მაგრამ არასწორი იქნება. საფრანგეთში იპოვეს ადამიანი, ტვინის პრაქტიკულად 90 % აკლდა. ანომალია სამედიცინო შემოწმების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს. უცნაურია, მაგრამ უჩვეულო პაციენტი თავის ტკივილს საერთოდ არ უჩიოდა. თავის ქალაში ნაცრისფერი ნივთიერების არარსებობა მას საერთოდ არ აწუხებდა.image

მატიე რ. იყო ჩვეულებრივი საჯარო მოხელე, მარტივი მოვალეობებით და მოკრძალებული ხელფასით. დაქორწინებული იყო, ორი შვილი ჰყავდა და უყვარდა ფეხბურთის ყურება. 2007 წელს, 44 წლის ასაკში, მამაკაცს ფეხების ტკივილი დაეწყო. მატიე რამდენიმე ექიმს ესტუმრა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ იპოვა მისი ტანჯვის მიზეზი. ამასთან დაკავშირებით, ექიმებმა გადაწყვიტეს მამაკაცის სრული გამოკვლევა და შედეგებმა შოკში ჩააგდო ისინი.image

ფეხების ტკივილი მაშინვე დავიწყებას მიეცა, რადგან მოულოდნელად გაირკვა, რომ პაციენტი ფაქტობრივად "თავში სიცარიელე ჰქონდა. MRI სკანირებამ აჩვენა, რომ მატიეს თავის ქალა თითქმის მთლიანად იყო სავსე სითხით. ტვინიდან მხოლოდ თხელი გარსი დარჩა. ბუნების ყველა კანონის მიხედვით, ასეთ ადამიანს არ შეეძლო ეცხოვრა, მით უმეტეს, სახელმწიფო დაწესებულებაში ემუშავა, შვილებს გაეზარდა და მანქანა ემართა. ფენომენალურ მამაკაცს ჰქონდა IQ 75, რაც არ არის ბევრი, მაგრამ ნორმის ფარგლებშია.

პაციენტი არასოდეს უჩიოდა თავის პრობლემებს. დიდი ალბათობით, რომ არა ფეხების ტკივილი, მატიე მთელი ცხოვრება იცხოვრებდა ისე, რომ არ ეცოდინებოდა თუ რა უნიკალური ადამიანია. სპეციალისტებმა დაწყეს ფრანგის შესწავლა და მისი ავადმყოფობის მიზეზი აღმოაჩინეს. მისი ტვინი 30 წლის განმავლობაში ნელ-ნელა უარესდებოდა და მისი ადგილი თანდათან სითხემ დაიკავა. ამ პროცესს ტვინის ჰიდროცეფალია ეწოდება.
image
მატიეს ადრეულ ბავშვობაში ჰიდროცეფალია დაემართა. 14 წლამდე ის თავის ქალაში სპეციალური შუნტით დადიოდა, რომლის მეშვეობითაც სითხის გადინება შეიძლებოდა. შემდეგ მოწყობილობა ამოიღეს, რადგან ჩათვალეს, რომ ბიჭი გადაიზარდა და გამოჯანმრთელდა. და ფაქტობრივად, დაავადება ფარულად დაიწყო. თავის ქალაში სითხე დაგროვდა და ტვინი თანდათან დაიშალა. მაგრამ 30 წლის განმავლობაში ამან არ იმოქმედა მამაკაცის კეთილდღეობაზე. ექიმებმა მხრები აიჩეჩეს, რადგან არ იცოდნენ როგორ დახმარებოდნენ მატიეს და სჭირდებოდა თუ არა მას დახმარება საერთოდ. ამ დროისთვის ისინი უბრალოდ აგრძელებენ მის გათავისუფლებას თავში დაგროვილი სითხისგან.

2
175
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
175
  
2023, 22 აპრილი, 12:17
ვისაც არ გჯერათ რაც აქ წერია, დაგუგლეთ ეს: The Man With 10% of a Brain - Thoughty2
2023, 20 აპრილი, 22:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 2