x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რისთვისაც ჩინეთის ჰანის დინასტიას უნდა ვუმადლოდეთ

image
ჰანის დინასტია მართავდა ჩინეთს 400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გასაკვირი არ არის, რომ ჩინურ ისტორიოგრაფიაში ჰანის პერიოდი ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიაში. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანამ მრავალი ცვლილება განიცადა და ათობით აღმოჩენა გააკეთა, რისთვისაც ხალხი დღემდე მადლიერია ჩინელების.

1. ქაღალდი

ძველი ჩინეთის პირველ უდიდეს გამოგონებად შეიძლება ჩაითვალოს ქაღალდი. და მიუხედავად იმისა, რომ მისი პრიმიტიული ნიმუშები თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 87-140 წლებით, მხოლოდ 105 წელს (უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით) გაუმჯობესდა ქაღალდის წარმოება. და ეს გააკეთა ჰანის დინასტიის სასამართლო საჭურისმა - ცაი ლუნმა, სწორედ მოიფიქრა ქაღალდის შექმნის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან.

დაქუცმაცებული კანაფის, თუთის ქერქის, ძველი სათევზაო ბადეებისა და ქსოვილების ნარევი ადუღებამდე მიჰყავდათ, რათა რბილობი გამხდარიყო. შემდეგ მას დაფქვავდნენ პასტისმაგვარი ერთგვაროვან მდგომარეობაში და ურევდნენ წყალს, რის შემდეგაც მასას საცერში ფილტრავდნენ.image

2. კომპასი

ითვლება, რომ ჰანის დინასტიის დროს (ძვ. წ. 202 - ახ. წ. 220 წწ.) გამოჩნდა კიდევ ერთი დიდი გამოგონება, რომელიც მოგვიანებით გახდა თანამედროვე კომპასის პროტოტიპი. მოწყობილობა იყო ჩრდილოეთ-სამხრეთის მაორიენტებელი მაგნიტური რკინა. უძველეს ტექსტში "ლუნჰენი", რომელიც ჩვ. წ. I საუკუნეშია დაწერილი, ასეა აღწერილი: „ეს ინსტრუმენტი კოვზს წააგავს და თუ თეფშზე მოათავსებთ, მაშინ მისი სახელური სამხრეთისკენ იქნება მიმართული“. თუმცაღა ჩინელები მას იყენებდნენ არა სამყაროს ნაწილების დასადგენად, არამედ მკითხაობისთვის. მაგნიტური კომპასის აღწერა, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც აადვილებს ორიენტაციას მხარეში, მოცემულია ჩინურ ხელნაწერში "Wujing Zongyao" 1044 წელს.image

3. აკუპუნქტურა

მიუხედავად იმისა, რომ აკუპუნქტურა ფსევდომეცნიერებად ითვლება, მის ეფექტურობაში ათასობით ადამიანია დარწმუნებული. ალტერნატიული მედიცინის ეს ფორმა გულისხმობს ნემსების ჩასმას სხეულის კონკრეტულ წერტილებში ტკივილის შესამსუბუქებლად. ეს პრაქტიკა პირველი ნახსენები იქნა ჰუანდი ნეიჯინის ტექსტებში, რომელიც შედგენილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II საუკუნეების მიჯნაზე. ამ პერიოდს ჰანის დინასტიის მეომარი სახელმწიფოების პერიოდს უწოდებენ.

უძველესი ცნობილი აკუპუნქტურული ნემსები, რომლებიც დამზადებული იყო ოქროსგან, ასევე თარიღდება დასავლეთ ჰანის პერიოდით (ძვ. წ. 202 - 9). ეს იძლევა ყველა საფუძველს ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ დროს დაიწყეს ჩინელებმა აკუპუნქტურის გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვის.image

4. ვენტილატორი

მბრუნავი ვენტილატორი, რომელიც გამოიყენებოდა კონდიციონერისთვის, გამოიგონა ჰანის დინასტიაში ინჟინერმა დინგ ჰუანგმა. მოწყობილობას ჰქონდა შვიდი ბორბალი, თითოეული დიამეტრით 3 მეტრამდე! და რა თქმა უნდა ხელით ტრიალდებოდა. მოგვიანებით, ტანის დინასტიის დროს (618-907), ჩინელებმა დაიწყეს ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენება ბორბლების დასატრიალებლად. ეს ტექნოლოგია გამოიყენებოდა იმპერატორის სასახლის გასაგრილებლად და ასევე შადრევნების წყლით უზრუნველყოფისთვის.image

5. სეისმოგრაფი

კაცობრიობისთვის ცნობილი პირველი სეისმოსკოპი გამოიგონა ჩინელმა მეცნიერმა ჩჟან ჰენგმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 132 წელს. მისი დიზაინი წააგავდა ქოთანს ქანქარით. როდესაც მიწისძვრა იწყებოდა, ქანქარა იღებდა ვიბრაციებს, ჩვეულებრივზე უფრო ძლიერად ტრიალდებოდა და აცოცხლებდა მექანიზმს, რომელიც ქოთანზე მყოფ ერთ-ერთი დრაკონს მიწისძვრის ეპიცენტრისკენ აბრუნებდა. თუკი ამ დროს გომბეშოს ღია პირიდან ბურთი ვარდებოდა, ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ დედამიწის ვიბრაციები ზედმეტად გააქტიურდა მითითებული მიმართულებით.

როდესაც მოწყობილობამ პირველი გამოცდა ჩააბარა და მიწისძვრაზე მიუთითა, ვერც ერთმა მეთვალყურემ ვერაფერი იგრძნო. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, შეატყობინეს რომ იმ მიმართულებით, სადაც სეისმოსკოპი მიუთითებდა, და ის მოწყობილობიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობდა, მიწისძვრა მართლაც მოხდა.image

6. გემის საჭე

ძველად გემებს საჭის ნიჩბებით მართავდნენ. ადვილი მისახვედრია, რომ მარშრუტების სიზუსტეზე დიდი პრობლემები იყო. გარდა ამისა, საჭის ნიჩაბი ქმნიდა დაბრკოლებებს აფრების მართვაში, რაც ზღუდავდა გრძელ ოკეანეში მოგზაურობის პოტენციალს.

ჩვ. წ. I საუკუნეში ჩინელებმა მოიფიქრეს საჭის ნიჩბის ჩანაცვლება დიდ გემებზე, რომლებიც დიდ დისტანციებზე გადიოდნენ. და ეს ჩანაცვლება იყო ვერტიკალური ხის საჭე. image

7. დაკიდული ხიდები

არსებობს მტკიცებულება, რომ მრავალი ადრეული კულტურა იყენებდა თოკზე დაკიდულ ხიდებს, მაგრამ ასეთი ხიდის პირველი წერილობითი ხსენება იყო იუნანის ისტორიასა და ტოპოგრაფიაში, რომელიც დაიწერა მე -15 საუკუნეში. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ლითონის ჯაჭვებზე დაკიდული ხიდები არსებობდა ჩინეთში ჰანის დინასტიის დროს. ითვლება, რომ ეს იყო ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნის ბოლოს. ამ პერიოდში გამოჩნდა პირველი რთული დაკიდული ხიდები, რომელიც შედგებოდა ხის დაფებისგან.image

8. დიეტა

ახლა მსოფლიომ იცის ასობით და თუნდაც ათასობით სხვადასხვა დიეტა წონის დაკლების, წონის მომატების ან დაავადების პროფილაქტიკისთვის, მაგრამ ოდესღაც ასეთი რამ არ არსებობდა. ჩჟან ჩუნძინი(დაახლოებით 150-219წ. ) იყო პირველი, ვინც მოიფიქრა კვების ორგანიზება და აღწერა ეს პრინციპი წიგნში “მედიცინის სისტემატური ხაზინა". იმ დროს მას არ ესმოდა ვიტამინების მნიშვნელობა, მაგრამ დანიშნა ზუსტად იმ საკვების გამოყენება, რომელიც დღეს ცნობილია, რომ მდიდარია სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით. მეომარი სახელმწიფოების პერიოდში (ძვ. წ. 403-221 წწ.) გაკეთებული ჩანაწერები მიუთითებს, რომ სამეფო რიგებში შედიოდა პირადი დიეტოლოგი.image

9. სამშენებლო ურიკა

ამ მარტივი, მაგრამ სასარგებლო მოწყობილობის გამოგონებისთვის ასევე ჩინელებს უნდა ვუადლოდეთ. ვარაუდობენ, რომ სწორედ მათ გამოიგონეს პირველი სამშენებლო ურიკები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 100 წელს.image

10. გუთანი

უბრალო ხის გუთანის გამოყენება ჩინეთში ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო: ამ მხარეში აღმოჩენილი უძველესი რკინის გუთანი თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 500 წლით. მათ ჰქონდათ V-ს ფორმა და შედგებოდა ორი ბრტყელი წილისგან, რომლებიც დამაგრებული იყო ხის ბოძებზე სპეციალური სახელურებით. ასეთი გუთნებით მუშაობა საკმაოდ მოუხერხებელი იყო, ამიტომ ჩინელებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაეხადათ ეს პროცესი ნაკლებად შრომატევადი. რომ, ძვ. წ. მე-3 საუკუნეში გაჩნდა მძიმე გუთანის პირები. image






0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0