კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქალების 82%-ს გრძელი ფეხების გამო კომპლექსები აქვს. ბევრ მათგანს რცხვენია, ახალი წყვილის ყიდვისას გამყიდველს სთხოვოს მათი მორგებული ზომა. ფეხის დიდი ზომის გამო ნერვიულობა უშედეგოა, ამას ეს ცნობილი ქალბატონებიც ამტკიცებენ, რომლებიც ზუსტ ციფრებს არც მალავენ:
1. ზენდეია - მსახიობის გულში ფეხსაცმელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მისი ფეხის ზომა 40-ზე შეჩერდა და მის კოლექციაში ფეხსაცმლის რაოდენობა კი მუდმივად იზრდება.
2. მონიკა ბელუჩი- კიდევ ერთი ლამაზმანი 40 ზომა ფეხით.
3. ანჯელინა ჯოლი- ამ მსახიობს იშვიათად თუ ნახავთ კლასიკური ფეხსაცმლის გარეშე, მისი 40 ზომა ფეხი ყველაფერში კი ელეგანტურად გამოიყურება.
4. კენდალ ჯენერი- მოდელს 42 ფეხის ზომა აქვს და როგორც თავად ამბობს, ეს ფაქტი არც არასოდეს აკომპლექსებდა.
5. ჯენიფერ ლოურენსს, რომლის სიმაღლეა 175 სმ, აქვს ფეხის 42 ზომა
6. ოდრი ჰეპბერნი საკუთარი გარეგნობის მიმართ საკმაოდ კატეგორიული იყო, განსაკუთრებით კი არ მოსწონდა მისი 42 ფეხის ზომა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია თავისი დროის ( და არამარტო) სტილის აიკონი გამხდარიყო.
7. უმა თურმანს 35 წელი დასჭირდა, რომ სრულად შეგუებოდა მისი სიმაღლისა და 42, 5 ფეხის ზომას. მას შემდეგ მსახიობი ამას ნაკლად აღარ მიიჩნევდა და პირიქით, ყველგამ ხაზს უსვამდა ამას.
8. 42.5 ზომა ქეით უინსლეტს დედისგან მემკვიდრეობით გადაეცა. "ტიტანიკის" გადაღებების დროს ლეონარდო დიკაპრიომ არაერთხელ დასცინა კოლეგას მათი ფეხის იდენტური ზომის გამო.
9. ქეით ბლანშეტი, კიდევ ერთი ცნობილი ქალბატონი ფეხის 42.5 ზომით.
10. პერის ჰილტონს თავისი ფეხის ზომა (42, 5) პრობლემად მიაჩნდა, სანამ არ შექმნა ფეხსაცმლის საკუთარი ხაზი, რომელიც განკუთვნილია არასტანდარტული ფეხის სიგრძის ქალებისთვის.
11. ოპრა უინფრი- ცნობილი ტელეწამყვანის ფეხის ზომა 42-ია
12. მემკვიდრეობით ტაირა ბენკსმა მიიღო 43 ფეხის ზომა, მაგრამ ამბობენ, რომ მოდელი უპირატესობას ანიჭებს უფრო თავისუფალ ფეხსაცმელს და ყიდულობს ერთი ზომით დიდს.
13. ელ მაკფერსონის ფეხის ზომა ასევე 44-ია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მისი სიმაღლე 182 სმ-ს შეადგენს.
14. გვანდოლინ კრისტის სიმაღლე თითქმის 2 მეტრია, ამიტომ მისი 44 ფეხის ზომა არც არავის გააკვირვებს.
15. ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ფეხის ზომის მფლობელი არის მოცურავე მისი ფრანკლინი. სპორტსმენს არა მხოლოდ არ რცხვენია თავისი 45 ზომა ფეხის, არამედ ნამდვილად ამაყობს ამით.