x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
და უცებ ჩამოცხა: წარსულის 10 შეუდარებელი ლამაზმანი

image


სულ ტყუილად გგონიათ რომ ადრე ადამიანები უფრო მოკრძალებულები და თავშეკავებულები იყვნენ, არსებობს ფოტოები, რომლებიც წარსულის სინამდვილეს სრულიად ახალი მხრიდან წარმოაჩენს და ამაში ქვემოთ წარმოდგენილი ისტორიული კადრების საშუალებითაც დარწმუნდებით. მაშ ასე, თქვენ წინაშეა სხვადასხვა წლებში გადაღებული მშვენიერი ქალბატონების თამამი ფოტოები.



image



ასე გამოიყურებოდნენ სილამაზის პირველი კონკურსის "მის სსრკ"-ას მონაწილეები, რომელიც პირველად რევოლუციის შემდეგ 1988 წელს ჩატარდა. ზოგიერთი გოგონას კოსტიუმი თავისი სითამამით დღესაც კი გვაოცებს.


image

სცენა ყოველთვის ითხოვს ეპატაჟს. არტისტები კი პუბლიკის ყურადღებას რაიმე სახით ყოველთვის იპყრობდნენ. სხვათა შორის, ასე სცენაზე გამოსვლას ახლაც კი ბევრი ვერ ბედავს.



image


ამ სიტუაციაში ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ როგორც წესი, ამ დროს ფოტოგრაფები გვერდზე არ არიან. ძნელი სათქმელია, ეს ფოტო დადგმულია თუ არა, მაგრამ თუ დადგმულია, მაშინ კადრში მყოფი გოგონა მართლაც შესანიშნავი მსახიობია.



image


ფოტო 1957 წელს არის გადაღებული. ლეგენდარულ ჯეინ მენსფილდს თავისი ფორმების არასდროს რცხვენოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთი თამამი კაბის მორგებაზე. საინტერესოა, ლამაზმანი კამერის წინ პოზირებდა თუ ფოტოგრაფს ლეგენდარული მსახიობის ამ რაკურსით გადაღება უბრალოდ გაუმართლა?




image



მხოლოდ შეხედეთ ამ ლამაზმანებს, რომლებიც თავიანთი სხეულის ღირსებების წარმოჩენას საცურაო კოსტიუმებში მთელი თავისი ბრწყინვალებით ცდილობდნენ.



image

შვედი მოდელის ბეტი ბიურსტრომის პროვოკაციული ფოტო, რომელიც ბევრს ხშირად მერლინ მონროშიც კი ერეოდა. ფოტო 1947 წელს არის გადაღებული.



image



პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერს ინაუგურაციის შემდეგ ტეხასელი მოცეკვავეები ტრადიციული კანკანის მოძრაობებით შეხვდნენ. არ გეჩვენებათ 1953 წლისთვის ეს ყოველივე ზღვარგადასულ სითამამედ?



image


მშვენიერი მერლინ მონროს მრავალრიცხოვანი ფოტოსესიებიდან ერთ-ერთი. ძვირადღირებული მანქანა, შესანიშნავი ხედები და ქალი ბიკინებში, მოკლედ ყველაფერი კლასიკის ჟანრის სტანდარტების შესაბამისად.



image



ეს არ არის არც საჯარო გაშოლტვა და არც ბრიტანელი მწერლის ე.ლ. ჯეიმზის რომანის "გრეის 50 ელფერის" წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაცია. ამ ფოტოზე მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის ექიმი და მისი პაციენტია აღბეჭდილი, რომელიც სქოლიოზის მკურნალობის სეანსზე იმყოფება, თუმცა რისთვის იყო საჭირო მისთვის ტანსაცმლის გახდა, ეს კი ნამდვილად გაუგებარია.



image



ჩვენს დროშიც კი, როცა ბევრი რამ დაშვებულია, ყველა ვერ გადაწყვეტს მთლიანი სხეულის ტატუთი მოხატვას. ამ გოგონამ კი ამის გაკეთება 1907 წელს გაბედა და, თუ მისი სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ ამ გადაწყვეტილებას არც ნანობს.









0
1105
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1105