ქალი ის, რაც აქამდე არ იცოდით: პროდუქტები, რომლებიც ახალგაზრდობას გვართმევენ 2023, 17 აპრილი, 10:14 სახის ნაადრევი დაბერების პრობლემები ქალებში დიდწილად არასრულფასოვან კვებასა და მავნე ჩვევებს უკავშირდება. მაშ, რატომ ხდება, რომ ქალები ასე სწრაფად ბერდებიან? ჩვენს კანს ძალიან სჭირდება ცილა: სწორედ კოლაგენის მოლეკულებია პასუხისმგებელი კანის ელასტიურობასა და მის ახალგაზრდობაზე, ამიტომ ის მუდმივად მაღალ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ, სწორად ვიკვებოთ და ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი მივიღოთ.მაგრამ არის პროდუქტები, რომელიც განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს კანზე, და მათ შორის პირველი, რაღა თქმა უნდა, ალკოჰოლია! ნებისმიერი სპირტიანი სასმელი, თუნდაც ორი ჭიქა ღვინო ან ლუდი ჩვენს კანზე უარყოფითად მოქმედებს, ვინაიდან ეთილის სპირტი ორგანიზმიდან სითხეს გამოდევნის. ორგანიზმი ეთანოლს შხამად აღიქვამს და ცდილობს მის თავიდან მალევე "მოშორებას", ამიტომაც ამ დროს როგორც სუნთქვა, ასევე შარდვაც ხშირდება, მეტაბოლიზმი კი ჩქარდება. თუნდაც ასი გრამი ძლიერი ალკოჰოლის მიღებისას ორგანიზმი ლიტრ-ნახევარ სითხეს კარგავს, რაც ჩვენს ორგანიზმს სერიოზულ ზიანს აყენებს. სწორედ ამიტომაც გვწყურია ხოლმე დილაობით ასე ძალიან ნაბახუსევს.მეორე - ეს არის ტკბილეული! აქ იგულისხმება ყველა სახის ტკბილი: შოკოლადები, კანფეტი, ნამცხვრები. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ შაქარში ამოვლებულ ჩირეულსაც კი უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის, ვიდრე სიკეთის.ტკბილეულის გადაჭარბებული მოხმარების შედეგად კოლაგენის მოლეკულები უფრო მყიფე ხდება, კანის უჯრედები კარგავენ სიმტკიცესა და ელასტიურობას. ასე რომ შოკოლადის მოყვარულებმა სჯობს რომ მისი მირთმევისგან თავი მაინც შეიკავონ.მავნე პროდუქტებს შორის მესამე რაღა თქმა უნდა, ხორცია, წითელი ხორცი. ამ პროდუქტში ბევრი ფოსფატია, რომელიც ურთიერთქმედებს ცილებთან და თირკმელების საშუალებით გამოიყოფა, მისი ხშირი მირთმევა ათეროსკლეროზის, თირკმელების პრობლემებისა და სისხლში შარდოვანას მომატებული დონის წინაპირობაა. რა რეკომენდაციები იკვეთება ყოველივე ზემოთქმულიდან?მეტი მწვანილი მიირთვით, რათა თქვენი კანი მუდამ შესანიშნავ მდგომარეობაში იყოს და ის დიდი ხნის განმავლობაში არ დაბერდეს (მწვანილში იგულისხმება სხვადასხვა სალათები, რუკოლა, რეჰანი, კამა, ოხრახუში, პრასი და სხვა) ხოლო აი, რაც შეეხება წითელ ხორცს, ღვინოსა და ტკბილეულს, ეს პროდუქტები შეგიძლიათ არა უმეტეს კვირაში მხოლოდ ერთხელ მიირთვათ. იყავით ლამაზები და ჯანმრთელები!503 შეფასება არ არის |