თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კანცელარიის გალავანშემოვლებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აზიარებს და წერს:
"ისეთი მესერი შემოავლეს კანცელარიას, რომ მგონი ორშაბათს საფლავზე აქ უნდა გავიდეთ. წვიმა თუ წამოვა მანდ ბრეზენტს ვაფარებთ და სუფრას ვშლით."- ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში.
ცნობისთვის, 7 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან არმატურა და სილით სავსე ტომრები დააწყვეს, მალევე მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა რომ იქ სკვერი შენდებოდა. მერიას ოფიციალურად ამ ტერიტორიის შეცვლაზე ნებართვა გაცემული არ აქვს, თუმცა არსებობს თბილისის მერის ზეპირი პირობა, რომ მთავრობა ამ ნებართვას “ძალიან მალე” მიიღებს.
ოპოზიცია კი თვლის, რომ მთავრობას ამ ტერიტორიაზე სკვერის გაშენება აქციების შიშმა გადააწყვეტინა, თბილისის მერმა კი ამ იდეის საპირწონედ 2 წლის წინ პარლამენტის წინ სკვერის მშენებლობა გაიხსენა.