x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იაპონელების რა ჩვევები აგდებთ შოკში უცხოელებს ყველაზე მეტად

image


იაპონია წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა 127 მილიონი მოსახლით, ცათამბჯენებით, იმპერატორტა სასახლეებით, მთიანი ეროვნული პარკებითა და ათასობით ტაძრით. ერთი შეხედვით, "ამომავალი მზის" ქვეყანა თავისი ხალხმრავალი ქალაქებითა და საქმიან კოსტიუმებში გამოწყობილი მოქალაქეებით თანამედროვე სახელმწიფოს შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა უცხოელების თვალში ეს ქვეყანა თავისი შოკისმომგვრელი ჩვეულებებით სულ უფრო მეტად იძენს ყველაზე უცნაური ქვეყნის სტატუსს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იაპონელების იმ უცნაური ჩვევების შესახებ, რომლებიც ტურისტებს ყველაზე მეტად აოცებთ.



ძილი მეტროში


image


ე.წ. მკვდარი საათის დროს მეტროს ვაგონი უფრო საბავშვო ბანაკს ან საავადმყოფოს პალატას მოგაგონებთ, სადაც მოხუცებსაც და ახალგაზრდებსაც, გარკვეული პერიოდი მჯდომარე მდგომარეობაში მშვიდად სძინავთ, და კიდევ ამაყად აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ მათ ქვეყანაშია შესაძლებელი – იაპონელების თქმით, იაპონიაში უსაფრთხოების მაღალი დონეა და რომ ასეთ დაუცველ მდგომარეობაშიც კი მათ ძარცვის არანაირი შიში არ აქვთ. ალბათ, ამას სხვა ახსნაც აქვს - იაპონიის მეგაპოლისების შრომისმოყვარე მაცხოვრებლები ბევრს მუშაობენ და უბრალოდ არ სურთ დროის დაკარგვა, მაგრამ ქურდობა და ზოგადად დანაშაული ქვეყანაში მართლაც მინიმუმამდეა დაყვანილი – კაფეში ჩანთა შეგიძლიათ მშვიდად დატოვოთ და ხელების დასაბანად ისე გახვიდეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ მას ხელს იქ არავინ ახლებს.





ნიღბები

image


გაუთავებელმა ვირუსულმა შეტევებმა თავისი შედეგი გამოიღო - იაპონელები ნიღბებს ატარებენ. კორონავირუსის პანდემიამდეც კი, იაპონელებს პირბადეებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად ნახავდით, ახლა კი მით უმეტესს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნიღბის ტარების რეჟიმი უკვე დიდი ხანია გაუქმებულია, თუმცა საკურას ქვეყნის მცხოვრებლები უკვე ფორმირებული ჩვევისგან თავის დაღწევას შეგნებულად არ ჩქარობენ, და თან აცხადებენ რომ თავს ასე უფრო თბილად და კომფორტულად გრძნობენ.




ფეხსაცმლის გარეშე


image


ევროპელები საგარეო ფეხსაცმლით სახლში სიარულს მიჩვეულები არიან, იაპონიაში მოგზაურობისას კი მისი ხშირი ცვლით გაოცებას ვერ მალავენ. იაპონელები საკუთარი სახლის მიმართ საკმაოდ მოკრძალებულები არიან - რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მათ ტუალეტისთვის სპეციალური ჩუსტებიც კი აქვთ, ამის შემხედვარე ტურისტები სრულ შოკში არიან.



ქედის მოხრა

image


იაპონელები ქვეცნობიერად ქედს უკვე ყველას და ყველაფრის მიმართ იხრიან. დამშვიდობებისას, მისალმებისას, მადლობის გადახდისას... ეს მათ უკვე ერთგვარ რეფლექსადაც კი ექცათ, მაგალითად, ისინი მსგავსს მოძრაობებს ტელეფონზე საუბრის დროსაც კი აკეთებენ, პატარა ბავშვები ქედს მშობლების წინაშე იხრიან, მშობლები კი - შვილების წინაშე, მათი ამგვარი ქცევა ტურისტებისთვის სრული შოკია.





ცივი სახლები


image


ზამთარში (და ეს სეზონი იაპონიაში საკმაოდ ცივია) იაპონელები უფრო საკუთარ თავს ითბობენ, ვიდრე სახლს. საძინებელში +17 გრადუსი სრულიად ნორმალურია - უბრალოდ თბილად უნდა ჩაიცვათ.














0
750
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
750