x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იყიდე ბილეთი და წადი რა! ეს ვნება რა უბედურებაა!" - ვის მიმართავს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებული მსჯავრდებულების სიაში ნიკა გვარამიას არ ყოფნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს:


"ძალიან მომაბეზრებელია სალომე ზურაბიშვილის ეგოცენტრიზმი და დრამაქვინობა. ამდენმა ადამიანმა გასაგებად ვუთხარით, რომ მის გვერდით ვიქნებით თუ ქვეყნისთვის რამე სასარგებლოს გააკეთებს. ამას მაინც ქოცებთან პროცედურული ომობანა და თამაში ურჩევნია. თქვენ არ ხართ ქ–ნო სალომე ამ ისტორიაში მთავარი, თქვენს გარშემო არ ბრუნავს დედამიწა.


ქვეყნის ინტერესებია მთავარი. იყიდე ბილეთი და წადი რა! ეს დრამის შუაგულში აღმოჩენის ვნება რა უბედურებაა!"- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა მათ შორის "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია არ ყოფილა, როგორც ამას საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა.


ადმინისტრაციის ცნობით, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.





0
109
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
109