x
image
არჩილ ვერულიძე
ჰატინის ბრძოლა - ჯვაროსნების კრახი

image
ეგვიპტის სულთანად თვითგამოცხადებიდან სამი წლის შემდეგ, სალაჰ ად-დინმა (ან სალადინი ევროპული წესით) ქურთული აიუბიდების დინასტიიდან აიღო დამასკო, ჩამოაცილა სელჩუკ ზანგიდების დინასტია ხელისუფლებას, 1175 წელს მიიღო სირიის სულთნის ტიტული ბაღდადის ხალიფასაგან. მან წარუმატებლად სცადა იერუსალიმისა და ბეირუთის აღება, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა მეფე ბალდუინ IV-ის არმიასთან და 1180 წელს იძულებული გახდა ზავი დაედო იერუსალიმის სამეფოსთან.

ჰატინის ბრძოლის გამომწვევი მიზეზები

როდესაც გი დე ლუზინიანი გახდა იერუსალიმის ახალი მმართველი 1186 წელს, მისმა ვასალმა, ტრანსორდანის მმართველმა, რენო დე შატიიონმა, სამშვიდობო შეთანხმების დარღვევით, დაიწყო მუსლიმური ქარავნების ძარცვა, რომლებიც დამასკოსა და კაიროს შორის გადაადგილდებოდნენ, ამის საპასუხოდ, 1187 წლის 1 მაისს სალადინმა დაამარცხა ჯვაროსნები ნაზარეთის მახლობლად და ივნისის ბოლოს მცირე ძალებით ალყა შემოარტყა ქალაქ ტიბერიას (ახლანდელი ისრაელი) ტიბერიას ტბის სანაპიროზე, ქვემო გალილეაში, და განათავსა თავისი 30000-იანი არმიის უმეტესი ნაწილი 10 კილომეტრზე ქალაქიდან, ჯვაროსნების მოლოდინში.
image
მრავალი უახლოესი თანამოაზრის, მათ შორის თავად შატიიონის და ტიბერიას მმართველის, ტრიპოლის გრაფ რაიმონდ III-ის გაფრთხილების მიუხედავად, გი დე ლუზინიანი დაეთანხმა ტამპლიერთა ორდენის დიდ მაგისტრს ჟერარ დე რიდფორს და ივლისის დასაწყისში დატოვა იერუსალიმი თავისი ჯარით. არმიამ, რომელმაც იერუსალიმი პრაქტიკულად დაუცველი დატოვა, გადალახა უდაბნო და ქალაქ ლე-სეფორიში (ახლანდელი ზიპორი), რომელიც მდებარეობს აკრის (ახლანდელი აკო) მახლობლად, შეუერთდა ჯვაროსანთა და დაქირავებულთა ძირითად ძალებს იტალიის ქალაქებიდან და თურქოპოლებიდან, რათა სალადინის წინააღმდეგ გაელაშქრა.

ჰატინის ბრძოლა

3 ივლისს ფრანკების 20000-იანი არმია ლა სეფორიედან დაიძრა და უდაბნოში ხანგრძლივი ხეტიალის გამო დაღლილმა მზის ჩასვლამდე ვერ მიაღწია ტიბერიას ტბას. ჯვაროსნები დაბანაკდნენ მთის ძირას, რომელსაც "ჰატინის რქები" ეოწოდებოდა. ღამით ჯვაროსანთა ბანაკი შეუმჩნევლად იქნა გარშემორტყმული სალადინის კავალერიის მიერ, და როდესაც 1187 წლის 4 ივლისის დილისთვის მუსლიმებმა მშრალ ბალახს ცეცხლი წაუკიდეს, ჯვაროსნები სრულიად დაუცველნი აღმოჩდნენ ისრების სეტყვის წინაშე.
image
ალყის გარღვევა მხოლოდ ტრიპოლის მმართველმა რაიმონდმა შეძლო, დემორალიზებული ჯვაროსნული ლაშქრის უმეტესი ნაწილი ადგილზე დაიღუპა, პრაქტიკულად წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და მათგან მხოლოდ 3 ათასი ჩავარდა ტყვედ.

გამოსასყიდის მისაღებად სალადინმა შეიწყალა გი დე ლუზინიანი, ჟერარ დე რიდეფორი და რამდენიმე მაღალი რანგის ბარონი და ეპისკოპოსი, ბრძანა თავი მოეკვეთად დაახლოებით ორასი ტყვე ტამპლიერისა, ჰოსპიტალიერისა და ყველა თურქოპოლელი ტყვეებითვის, ხოლო დანარჩენი ქრისტიანები მონებად გაეყიდად. . სიკვდილით დასჯილთა შორის იყო რენო დე შატიიონი, იერუსალიმის ჩვილი მეფის, ბალდუინ V-ის რეგენტი, რომელიც პირადად მოკლა სალადინმა.

ჰატინის ბრძოლაში ჯვაროსნების მარცხის შედეგები

უზარმაზარი არმიის დაკარგვამ დაასუსტა ჯვაროსანთა ციხესიმაგრეებისა და ქალაქების გარნიზონები და სექტემბრის შუა რიცხვებისთვის სალადინმა აიღო აკრა, ნაბლუსი, იაფა, ტორონი, სიდონი, ბეირუთი, აშკელონი და 1187 წლის 2 ოქტომბერს, ხანმოკლე ალყის შემდეგ, იერუსალიმი.
image
მემატიანე ერნულის თქმით, რომელიც იყო ფრანგი რაინდის ბალიან იბელინის ვასალი, სწორედ იბელინი მეთაურობდა ჯვაროსნებს იერუსალიმის დაცვის დროს და გახლდათ მოვლენების უშუალო მონაწილე, პაპი ურბან III ადგილზევე გარდაიცვალა ჰატინის ბრძოლის შედეგების გეგების შემდეგ. მაცოცხლებელი ჯვრის დაკარგვა, რომელიც მუსლიმებმა დამასკოში წაიღებს ზედმეტად ძლიერი დარტყმა გამოდგა პაპისთვის.

image ბალიან იბელინი ( კადრი პილმიდან ზეციური სამეფო)




კონრად მონფერატის ძალისხმევით მხოლოდ ტიროსის დაცვა გახდა შესაძლებელი, საიდანაც დაიწყო იერუსალიმის სამეფოს განთავისუფლებისთვის ბრძოლა - პაპ გრიგოლ VIII-ის მოწოდებით მოეწყო მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა საღვთო რომის იმპერატორის ფრედერიკ ბარბაროსას, ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ V ბაბენგერის და მეფე ფილიპ II ავგუსტუსის მონაწილეობით.






1
185
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
185
  
2023, 15 აპრილი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1