საზოგადოება „ლაზარე რუსეთში დაიბადა, დედასთან ერთად მერე დაბრუნდა საქართველოში“ - ბაბუა გია კალანდაძე 2023, 18 აპრილი, 9:05
.
მოლოტოვის კოქტეილების სროლისა და საპატრულო პოლიციის ავტომანქანების დაწვის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისის პაპა ფორმულას ეთერში, გიორგი თარგამაძის საკვირაო გადაცემა „დროებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს იმაზე, რომ ლაზარე ეროვნებით ბერძენია, თუმცა დედა ჰყავს ქართველი.
,
სწორედ მისი ბაბუა აჟღერებს ახალ დეტალებს იმასთან დაკავშირებით, რომ ლაზარე რუსეთის ფედერაციაში დაიბადა, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი დედასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და დედა და პაპა ზრდიდნენ. . „თვითონ არ არის ქართველი, მაგრამ მე კალანდაძე ვარ, დედამისი კალანდაძეა და ჩემთან ერთად იზრდებოდა. ისე იყო, რომ დედასთან არ მიდიოდა, 5 წელი ჩემთან იწვა ხოლმე. ძალიან კარგი ბავშვი იყო, ეხლაც კარგი ბიჭია. შვილიშვილი კი არა ჩემი შვილია. ერთად გვეძინა, ზღაპრებს ვუკითხავდი, ვიგონებდი და ვუყვებოდი. იმ ზღაპრებში სულ ამარცხებდა მგლებს, დათვებს და იმარჯვებდა ლაზარე. კარატესა და ჭიდაობაზე დადიოდა. ეზოში ჩასვლა არც მაშინ უყვარდა არც ეხლა. უფრო სახლში ზის ხოლმე. ვიცოდი რომ აქციებზე დადიოდა. საღამოს 7 საათზე ჩაცმა დაიწყო უნდა წავიდეო. პირველ დღეს რომ დაარბიეს ვთხოვე, არ წახვიდე მეთქი, არაო ბაბუ, უსამართლობას ხომ უნდა შევეწინააღმდეგოთო. ვერ იტანდა უსამართლობას. წინაც რომ გადამეღობო მაინც წავალო, თქვა. უკან არ იხევს ისეთი ბიჭია. როგორი ვაჟკაციც აქამდე იყო იმედი მაქვს ისე მოიქცევა იქაც. იმედი მაქვს მორალურად არ დაეცემა. ძალიან პრინციპულია. სულ მეუბნებოდა, რასაც გადავწყვეტ იმას გავაკეთებო. თვალზე ტატუს გაკეთება რომ დააპირა, ვუთხარი, არ გინდა, ხომ იცი აქ საზოგადოება სხვანაირად აღიქვამს მეთქი. სულ არ მაინტერესებსო, მე რომ გადავწყვეტ გავაკეთებ კიდეც თქო. საიდან მოგაფიქრდა ეს ტატუ მეთქი და რაღაც „მულტიკი“ მაჩვენა, სიმართლისთვის იბრძვიანო და ეს ტატუ ამიტომ მინდაო. მეთქი, შვილო, გამოდი ამ „მულტიკებიდან“... მაგარი ქვეყანა უნდა გავაკეთოთ საქართველოო, პატარა ქვეყანა ვართ და შეიძლება მალე აყვავებაო. ლაზარეზე კაცური კაცი და სსწორი კაცი არ არის... ყველამ თავის ოჯახებს მიხედონ, ენას ძვალი არ აქვს, ვისაც რა უნდა იმას იტყვის... როგორ შეიძლება... ანუ თუ ქერაა სხვანაირი განხრისააა? თმის ფერით რა გამოიხატება ვერ გავიგე, რატომ აკრავენ საზიზღარ იარლიყს... სულით, ხორცით ქართველია.. გვარს კი ატარებს ბერძნულს, მაგრამ ქართულად გავზარდეთ, “ - აღნიშნავს ლაზარეს გამზრდელი პაპა გია კალანდაძე.. . , 378 შეფასება არ არის
|