x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ლელა კაკულიამ "გიორგი ბრწყინვალის" ვინაობა დაასახელა და "აღიარა", რომ ეს ლევან ხაბეიშვილია"-ლელა კაკულიას ადმინისტრაციის განცხადება

imageწინასწარმეტყველი ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდის ადმინისტრაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ თითქოს ლელა კაკულიამ "გიორგი ბრწყინვალის" ვინაობა დაასახელა და "აღიარა", რომ ეს ლევან ხაბეიშვილია, რაც სინამდვილეში ტყუილია:


მეგობრებო,
ინტერნეტით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ქალბატონმა ლელა კაკულიამ "გიორგი ბრწყინვალის" ვინაობა დაასახელა და "აღიარა", რომ ეს ლევან ხაბეიშვილია.
კატეგორიულად ვაცხადებთ: ქალბატონ ლელას ასეთი რამ არ უთქვამს!!!
საერთოდ ლევან ხაბეიშვილზე ერთი სიტყვაც არ აქვს ნაწინასწარმეტყველები და გამოქვეყნებული!!!
გავრცელებული ხმები არის წმინდა წყლის ტყუილი,
აბსურდი, რომელიც ვიღაცის "პოლიტიკურ თავში" მომწიფდა და მერე რაღაც გაუგებარ პორტალზე იშვა.
უბრალოდ, ვიღაცები ფუჭად ოცნებობენ - ძალიან ფუჭად!
წინასწარმეტყველების მორგება შეუძლებელია!
"გიორგი ბრწყინვალე" აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა და ამას ვერავინ გადააკეთებს თავის გემოზე.
და საერთოდ: ლელა კაკულიას ყველა წინასწარმეტყველება ქვეყნდება აქ. ინფორმაცია, რომელიც ამ გვერდზე არ იდება და მხოლოდ საეჭვო წყაროებით ვრცელდება, შეთხზულია!!!
ადმინისტრაცია.
0
771
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
771
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0